საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვს კიდევ 3 ახალი შემთხვევა დაემატა. შესაბამისა, დღეს უკვე 73 ადამიანია ახალი კორონავირუსით დაავადებული. ახალ პაციენტებთან დაკავშირებით, ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ უპასუხა.
"ორი შემომატებული პაციენტიდან ერთი საფრანგეთს, ერთი კი ამერიკის შეერთებულო შტატებს უკავშირდება. ესენი ყველა შემოტანილი შემთხვევებია. ყველა პაციენტი ღრმა ეპიდემიურ გამოკითხვას გადის და ირკვევა, რომ ყველა მათგანი მანამდე იზოლაციაში იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა მართულია, მიმდინარეობს მათი კონტაქტების დამატებითი გამოკვლევა" - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, გუშინ უკვე მეათე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა კლინიკა.
რაც შეეხება გავრცელებულ ხმებს, რომ ერთი სამხედრო პირია დაინფიცირებული, მარინა ეზუგბაია ამ ფაქტს არ ადასტურებს.