ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება ერთ დღესაც სულ სხვა რეალობაში გაიღვიძო და თავი ფილმის გმირად წარმოიდგინო. მართალია, ყოველთვის განსაკუთრებით მიყვარდა ფილმები პოსტაპოკალიფსზე, პანდემიასა და გადარჩენისთვის ბრძოლაზე, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ერთ დღესაც ჩემი ცხოვრება ასეთი ფილმის სიუჟეტს დაემსგავსებოდა.
კორონავირუსმა კაცობრიობა კარანტინში მოგვაქცია. ცხოვრების გიჟური რიტმიდან გამომდინარე, დაგვავიწყდა, როგორია სახლში ყოფნა. აქამდე ჩემი დღის რუტინა სხვანაირი იყო: ჯერ სამსახურში მივდიოდი, სამსახურიდან უბნის სუპერმარკეტ „ნიკორაში“, იქიდან კი პარკებით დატვირთული - სახლში. ახლა სამსახური სახლში მაქვს და მარტო
„ნიკორაში“ თუ ჩავალ, სადაც პერსონალი ღიმილთან ერთად უკვე ანტისეპტიკით და ერთჯერადი რეზინის ხელთათმანებით მხვდება. ბევრი პარკის წამოღებასაც ვერიდები, მეზობლებმა რომ არ იფიქრონ, პანიკაში ვარ.
დისტანციური მუშაობა არც ისე მარტივია, როცა სახლში მცირეწლოვანი შვილები გყავს. ერთდროულად მუშაობა, ბავშვების მოვლა და სახლის საქმის კეთება თითქმის გმირობის ტოლფასია და სულაც არ გამიკვირდება, თუ ერთ დღესაც საინფორმაციო გამოშვებაში მოვისმენ:
- სამშვილიანმა დედამ კარანტინში ყოფნის მეხუთე დღეს კორონავირუსის ვაქცინა გამოიგონა! ჩემი სახლი ერთდროულად ჩემი და ჩემი მეუღლის სამსახურებიცაა და ჩვენი შვილების სკოლაც. აქეთ ონლაინთათბირი, იქით ონლაინსკოლა. ლანჩი სამზარეულოში... გამოგიტყდებით, ახალ რეჟიმზე ადაპტირება პირველ დღეებში ძალიან გამიჭირდა. მესამე დღეს მივხვდი, რომ დრო სწორად უნდა გამენაწილებინა და შეძლებისდაგვარად, სახლის რუტინაც გამემარტივებინა.
საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, გთავაზობთ საჭირო რეკომენდაციებს, თუ როგორ გადაანაწილოთ სწორად დრო, იმუშაოთ ეფექტურად, მიხედოთ ბავშვებს, მოამზადოთ საჭმელი და ამ ყველაფერთან ერთად არ გაგიჟდეთ!
ჩემი ვახშმის ვარიანტები:
როგორც წესი, მე და ჩემი მეუღლე ვახშამს იშვიათად მივირთმევთ. მხოლოდ ჩაით და რაიმე მისაყოლებლით შემოვიფარგლებით. თუმცა ბავშვებისთვის აუცილებლად ვამზადებ რაიმე მარტივ ვახშამს.
ჩემს შვილებს ძალიან უყვართ ვახშმად პელმენის ან "ვარენიკის" მირთმევა. ყოველთვის ვცდილობ, ჩემით გავაკეთო, თუმცა, თუ მეზარება ან დრო არ მაქვს, „მზარეულის“ პროდუქცია შეუცვლელია ამ დროს. თან ყველა სახეობის აქვთ: ხორცის, ყველის, ხაჭოს, სოკოს, კარტოფილის;
სოსისი (მოხარშული ან შემწვარი) გარნირთან ერთად. როგორც ექიმები ამბობენ, ვირუსის გავრცელების პერიოდში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს შეფუთულ პროდუქციას. ამიტომ მეც „ნიკორას“ სოსისებს დაცული შეფუთვებით ვყიდულობ ყოველთვის.
დღის მანძილზე აუცილებლად მიირთვით ხილი და ბოსტნეული. ის მხნეობას შეგმატებთ და იმუნიტეტის გაძლიერებასაც დაეხმარება. სვით ბევრი წყალი და დაიცავით ჰიგიენის წესები.
ითამაშეთ სამაგიდო თამაშები (კამათლით და „ფიშკებით“, სააზროვნო თამაშები, ლოტო, დომინო და ა.შ.) ააწყვეთ პაზლი; დაკავდით რაიმე ხელსაქმით (ხატვა, ძერწვა, გასაფერადებლები და ა.შ.); ფილმების, მულტფილმების ყურება, კომპიუტერული თამაშები (მთავარია, დრო შეზღუდოთ); მოაწყვეთ სახალისო შეჯიბრებები; მაგიდის ქვეშ მოუწყვეთ ბავშვებს კარავი. ჩამოუწერეთ მათ დღის რეჟიმი. ასე ბევრად გაგიმარტივდებათ ცხოვრება იზოლაციის პერიოდში. მე კი გამძლეობას და ჯანმრთელობას გისურვებთ!