"კვალზე ვართ გასულები, თუ რა იყო 62 წლის ქალბატონის ინფიცირების წყარო" - პაატა იმნაძე
"კვალზე ვართ გასულები, თუ რა იყო 62 წლის ქალბატონის ინფიცირების წყარო" - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილი, COVID 19-ით დაავადებული პაციენტის, 62 წლის ქალბატონის ინფიცირების წყაროს ჯერ ვერ მიაგნეს, თუმცა გარკვეულ კვალზე გავიდნენ. ამის შესახებ პაატა იმნაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
"ლაპარაკი არ არის 20 ათას კონტაქტზე, კონტაქტი არის სულ 90 ადამიანი, ყველა ეს კონტაქტი შესწავლილია. აქ ლაპარაკია პრევენციულად გაცილებით მეტი ადამიანის გამოკითხვაზე, გაცილებით მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომ
არეობის გადამოწმებაზე, რადგანაც ჩვენთვის უცნობი იყო და დაზუსტებით დღემდე არ ვიცით, თუმცა კვალზე ვართ გასულები, ინფიცირების წყარო რა იყო ამ ქალბატონის. აქედან გამომდინარე, ოჯახის წევრებიდან 4-ს დაუდასტურდა, კიდევ არის აღებული ახლო კონტაქტში მყოფი რამდენიმე ადამიანებისგან ნიმუში. ოჯახის წევრები ბევრი იყო გამოკვლეული და მხოლოდ 4-ს დაუდასტურდა. იქ ყველა სამუშაო ტარდება, რომ თუ იქ ვინმე არის ინფიცირებული, აუცილებლად დადგინდეს" - განაცხადა პაატა იმნაძემ.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ამ ქალბატონის ოჯახის 4 წევრს დაუდგინდა კორონავირუსი. მათგან ყველაზე უფროსი 55 წლისაა, ყველაზე უმცროსი - 16 წლის.


13373
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?