„ამბობენ, რომ ქართული არ ვიცით და სამშობლოში უნდა დავბრუნდეთ“ - როგორ ეხმაურება მარნეულელი ახალგაზრდა აზერბაიჯანელების მიმართ გავრცელებულ კრიტიკას
„ამბობენ, რომ ქართული არ ვიცით და სამშობლოში უნდა დავბრუნდეთ“ - როგორ ეხმაურება მარნეულელი ახალგაზრდა აზერბაიჯანელების მიმართ გავრცელებულ კრიტიკას
მას შემდეგ, რაც მარნეულელ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა, მარნეული და ბოლნისი კარანტინში მოექცა. ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ ადგილობრივები თვითიზოლაციის წესებს არღვევდნენ და სამართალდამცავების მითითებებს არ ითვალისწინებდნენ. ამას მოჰყვა მოქალაქეების პროტესტი, გავრცელდა ძალიან ბევრი დისკრიმინაციული პოსტი სოციალურ ქსელში საქართველოში მცხოვრები წარმოშობით აზერბაიჯანელების მისამართით.

რა თქმა უნდა, ამას ბევრი ადგილობრივი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში კამპანიაც კი დაიწყო ჰეშთეგით „არარასიზმს“. ერთ-ერთი, ვინც დისკრიმინაციულ პოსტებს საჯაროდ გამოეხმაურა, ელმარ ბაკიროვია. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ
ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტია.

როგორც ელმარი აღნიშნავს, ძალიან ბევრი დისკრიმინაციული კომენტარი წაიკითხა ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან დაკავშირებით, რამაც უბიძგა, რომ თავისი აზრი საჯაროდ გამოეხატა. ჩვენ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მოგესალმებით.

ბოლო რამოდენიმე წელია ვცდილობ თავი შევიკავო და არავის ვეკამათო რასიზმის საკითხზე, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია უკვე მეტისმეტია!!! ბევრი ქართველი თანამოქალაქე გვაბრალებს იმას, თუ რატომ არ ვიცით ქართული ენა. ბევრი იძახის, რომ თქვენ ჩამოსულები ხართ და დაბრუნდით თქვენს სამშობლოში ანუ აზერბაიჯანში. მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებსაც ასე ვგონივართ, შენ თავის დროზე ისტორია რომ წაგეკითხა გეცოდინებოდა ჩამოსულები ვართ თუ აქ დაბადებული და გაზრდილები. რაც შეეხება ქართული ენის არცოდნას, ამაზე არავის არ აქვს უფლება დააბრალოს ეს ხალხს. დღეს თითქმის
ყველა ახალგაზრდამ, ანუ ჩემმა თაობამ, კარგად ან სალაპარაკო დონეზე ვიცით ქართული ენა.

დიახ ვაღიარებ,რომ დიდი ასაკის ადამიანების უმეტესობამ არ იცის ქართული ენა, იმიტომ რომ ყველას სკოლა, უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული საბჭოთა კავშირის დროს, რა დროსაც ყველა სახელმძღვანელო იყო რუსულ ენაზე. რაც შეეხება მარნეულში განვითარებულ მოვლენებს, ყველამ კარგათ ვიცით, რომ იმ ქალს განზრახ არ შემოუტანია ვირუსი, როცა ის არც საზღვარგარეთ ყოფილა. მის ადგილას ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლება ყოფილიყო, ამიტომაც უნდა დავდგეთ ერთმანეთის გვერდი.

გუშინ დააკავეს მარნეულში წესრიგის დამრღვევი ახალგაზრდები, რასაც მივესალმები, რადგან ყველა კანონდამრღვევი უნდა დაისაჯოს სათანადოდ. რაც შეეხება მათ ეროვნებას, ისინი აზერბაიჯანელები არ იყვნენ, მინდა გითხრათ. იყვნენ ქართველები, მაგრამ ამ შემთხვევაში მართლა არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების იყვნენ. დავდგეთ ერთმანეთის მხარეს და გვიყვარდეს ერთმანეთი!

ბოლოს ხაზგასმით მინდა გითხრათ,რომ ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ერი, იმიტომ რომ ჩვენც აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ და როგორც თქვენ, ვართ საქართველოს მოქალაქეები,“- წერს ელმარი.

მარიამ ტურძილაძე

altართულის მასწავლებელი მარნეულიდან: "ჩემი ოცნება ეთნიკურად არაქართველ ბავშვებთან მუშაობა იყო"


6935
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (15)
სოფო
0
ქართული უნდა იცოდეს საქართველოს ყველა მოქალაქემ. ეხლა რომ ამოიღო ამან ხმა და გვადანაშაულებს დისკრიმინაციაში,გარეჯის "ოკუპაციისას" რომელ ერს წარმოადგენდა?1 სად იდგა?! მანახეთ მისი საპროტესტო თუნდაც 1 პოსტი!!! #გარეჯისაქართველოა #საქართველოსყველამოქალაქეუნდასაუბრობდესქართულად.
14:45 / 26-03-2020
roland shanidze
0
ისწავლეთ ქარული,
12:24 / 26-03-2020
მაია
0
მემგონი საქართველოს მოქალაქემ სავალდებულოა იცოდეს ქართული ენა და ეს კონსტიტუციაშიც უნდა ჩაიწეროს
00:23 / 26-03-2020
ივერი
1
ჯერ ერთი,რომ საქართველო თქვენი ისტორიული სამშობლო არ არის. როდესაც საქართველოში ცხოვრობ, ვალდებული ხარ ქართული ენა იცოდე. ეხლა რომ აპროტესტებთ შენ და სადიკოვი, ერთხელ მაინც გაგიპროტესტებიათ, დავით გარეჯის გარშემო დატრიალებული მოვლენები. გაგიპროსტებიათ ისტორიულ ჰერეთში ქართველთა უფლებების შეზღუდვა აზერბაიჯანის მთავრობის მიერ? სწორედ ეს არის ფაშიზმი და დისკრიმინაცია.
00:02 / 26-03-2020
კოლხი
0
შენ გაიხარე ჩემო კარგო! იმედი მაქვს, რომ შენი თაობის ადამიანებს გააზრებული აქვთ, რომ თუ ამ ქვეყანაში ცხოვრება უნდათ, თუ დაფასება და პატივისცემა უნდათ, ქართული ენა მათთვის მეორე მშობლიური ენა უნდა გახდეს და საქართველოს ერთმნიშვნელოვნად თავის სამშობლოდ უნდა აღიქვამდნენ. თუ ასეთი იქნება თქვენი დამოკიდებულება ამ ქვეყნის მიმართ, მერწმუნეთ, რომ საპასუხოდაც იგივე დამოკიდებულებას მიიღებთ. უბრალოდ წარმოდგენითაც მიჭირს, ვინ აიტანს ან გაახარებს ქართველს ან აზერბაიჯანში, ან სომხეთში, ან რუსეთში და ან ნებისმიერ ჩვენს სამეზობლო ქვეყანაში, რომელიც დაბადებულია ამა თუ იმ ქვეყანაში და იქაური სახელმწიფო ენა ენა არ იცის?! პ.ს. ასეთი რამ მარტო საქართველოშია შესაძლებელი მსოფლიოში ცნობილი ქართული ტოლერანტობიდან გამომდინარე, რომელიც სამწუხაროდ ჩვენმა არაკეთილმოსურნეებმა ეს ჩვენი ტოლერანტობა ისევ ქართველების წინააღმდეგ გამოიყენეს.
22:34 / 25-03-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?