"თენგიზ ცერცვაძე წავიდა და თავისი სახსრებით უყიდა წამალი..." - რას წერს ავადმყოფი მოხუცის შვილიშვილი
"თენგიზ ცერცვაძე წავიდა და თავისი სახსრებით უყიდა წამალი..." - რას წერს ავადმყოფი მოხუცის შვილიშვილი
ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მყო­ფი მო­ხუ­ცი პაციენტის შვი­ლიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორზე, თენგიზ ცერცვაძეზე ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"გუშინ, სანამ ბებიაჩემს წამალი შევუგზავნეთ ინფექციურში, ბატონი თენგიზ ცერცვაძე წავიდა და თავის სახსრებით უყიდა ... და ასე უვლის ყველა თავის პაციენტს, თითქოს ერთადერთი იყოს თითოეული მათგანი. ჩემთვის ეს კაცი არის ქართული ღირებულებების ზეიმი. ბავშვობაში რომ ჩვენს ბაბუებს და ბებიებს ჰქონდათ და მერე რომ გვეგონა, დავკარგეთ, იმ ღირებულებების. არასდროს
მეყოფა სიტყვები ჩემი პატივისცემის გამოსახატად", - წერს ელე ღლონტი სოციალურ ქსელში.


ინფორმაციისთვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი 75-მდე გა­ი­ზარ­და. კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­შია 4055 ადა­მი­ა­ნი, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 252 პირი.

და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი­დან 32 ადა­მი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბას სწო­რედ ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა­გან 10 პირი უკვე გა­მო­ჯან­მრთელ­და.
2186
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
2323
0
იმიტომაც გააჩინეს ვირუსი , რომ ელემენტარულ ადამიანურ თვისებებზე გეფიქრათ
13:14 / 26-03-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?