"გუშინ, სანამ ბებიაჩემს წამალი შევუგზავნეთ ინფექციურში, ბატონი თენგიზ ცერცვაძე წავიდა და თავის სახსრებით უყიდა ... და ასე უვლის ყველა თავის პაციენტს, თითქოს ერთადერთი იყოს თითოეული მათგანი. ჩემთვის ეს კაცი არის ქართული ღირებულებების ზეიმი. ბავშვობაში რომ ჩვენს ბაბუებს და ბებიებს ჰქონდათ და მერე რომ გვეგონა, დავკარგეთ, იმ ღირებულებების. არასდროს მეყოფა სიტყვები ჩემი პატივისცემის გამოსახატად", - წერს ელე ღლონტი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 75-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პირი.