ბავშვის განვითარება წიგნების გარეშე წარმოუდგენელია. თანამედროვე პედაგოგები ფსიქოლოგებთან ერთად დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ წიგნთან ურთიერთობა ბავშვმა ადრეული წლებიდანვე უნდა დაიწყოს. დიახ, იქედან, სანამ კითხვას ისწავლის. ბავშვს რომ კითხვის სურვილი გაუჩნდეს, პირველ რიგში წიგნმა ინტერესი უნდა აღძრას და მის მიმართ დადებითი ემოციები უნდა ჰქონდეს. სწორედ ეს ინტერესი და წიგნისადმი სიყვარული უნდა გაუჩნდეს რაც შეიძლება ადრე.
წიგნები 0-3 წლის ასაკისთვის საკმაოდ ბევრი ავტორისა და ილუსტრატორის შთაგონების წყაროა. პატარა მისთვის განკუთვნილი სურათებიანი წიგნების საშუალებით იმდიდრებს სიტყვათა მარაგს, წარმოსახვას, იკმაყოფილებს ცნობისმოყვარეობას, სწავლობს ბევრ ახალ ცნებას. 3 წლამდე ასაკისთვის განსაკუთრებით მომხიბვლელი და საინტერესოა წიგნები მოძრავი ნახატებით. პატარას მოსწონს, როცა სპილო ხორთუმს ამოძრავებს, ლომი პირს აღებს ან ფიფქია ხელს უქნევს. წარმოგიდგენთ 5 წიგნს მოძრავი ნახატებით, რომლებიც ყველა პატარას მოეწონება.
პატარა ნუკრის ისტორია, რომელსაც ბევრი მეგობარი ჰყავს ტყის ცხოველებში. ამ მოძრავი ნახატებით ბავშვები ბევრ ცხოველს შეხვდებიან და ბევრ ახალსაც გაიგებენ მათ შესახებ.
ცხოველები ყველა ბავშვს უყვარს. ამიტომ მოძრავნახატებიანი წიგნის სერიაში ტყის ცხოველებიც მოხვდნენ.
ეს ცნობილი გმირი თავის მეგობრებთან ერტად მოძრავი ნახატებით კარგად გაართობს პატარას
დისნეის ცნობილი მულტფილმის ეს ილუსტრირებული ვერსია მართლაც თვალისმომჭრელი ნახატებით არის გაფორმებული. პატარა ნამდვილად ინტერესით გადაფუცლავს მას და მოძრავი ნახატებითაც გახალისდება.
შინაური ცხოველების სახელებს ბავშვები ყველაზე ადრე სწავლობენ და ყველაზე ადვილადაც ცნობენ მათ. ამიტომ ეს წიგნი მათ ალბათ განსაკუთრებით გაახარებთ. აქაც ბევრი მოძრავი ნახატი დაგხვდებათ.