"იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რაც უფრო დათბება, ნაკლები იქნება გადაცემა" - პაატა იმნაძე
"იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რაც უფრო დათბება, ნაკლები იქნება გადაცემა" - პაატა იმნაძე
კითხვა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმის კორონავირუსთან დაკავშირებით - დაიხევს თუ არა ვირუსი უკან ზაფხულის დადგომისას. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვარაუდი გამოითქმება, ზუსტი პასუხი, რა თქმა უნდა, არავინ იცის. სპეციალისტები მხოლოდ სავარაუდო პროგნოზებს აკეთებენ. რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო იმ ექსპერტების შეხედულებებია, ვისაც ყველაზე მეტად ვენდობით. ერთ-ერთი უდაოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძეა. მას ამ კითხვით ამერიკის ხმის ჟურნალისტმა მიმართა და იმ ქვეყნების მაგალითზე შედარება სთხოვა, სადაც დღეს ზაფხულია, მაგრამ ვირუსის შემთხვევები მაინც იმატებს.
- ვირუსი სულ სამი თვისაა და რაიმე
მეცნიერულ მტკიცებულებებზე საუბარი ძნელია. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნებისმიერი რესპირატორული ვირუსი, ზამთარში ბევრია, ზაფხულში - ცოტაა, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რაც უფრო დათბება, ნაკლები იქნება გადაცემა. თუმცა პანდემიების ისტორია გვასწავლის, თუნდაც ღორის გრიპის პანდემიის მაგალითზე, რომ გავრცელების პირველ წელს ის ზოგიერთ ქვეყანაში ზაფხულშიც ვრცელდებოდა. ამიტომ შეიძლება ეს ახალი კორონავირუსი წელს ზაფხულშიც იყოს და შემდეგ გახდეს სეზონური.

- თუმცა ავსტრალიის, ჩილეს მაგალითზე, სადაც დღეს ზაფხულის, ვხედავთ, რომ გავრცელება მაინც მაღალია.

- მთლად ასეც არ
არის საქმე. ავსტრალიის მაგალითს ჩვენს სპეციალურად ვსწავლობდით. იქ ზაფხულია, ვირუსი საკმაოდ ადრე დაფიქსირდა. ამის ფონზე კი საერთო რაოდენობა მაინც ცოტაა, ფართო გავრცელება არ მიუღია. თუმცა ეს ზაფხულს დავაბრალოთ თუ იმას, რომ ავსტრალიას ძალიან კარგი სისტემა აქვს, ძნელია სათქმელია.
971
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?