ახალი კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მთავრობამ პენსიონერებისთვის აპრილის პენსიის წინასწარ ჩარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. ბანკომატებთან რიგების თავიდან აცილების მიზნით, პენსია გაწერილი გრაფიკის მიხედვით ეტაპობრივად დაირიცხება. პენსიას უკლებლივ ყველა პენსიონერი წინაწარ მიიღებს, მიუხედავად ასაკისა.
ვინდაიდან ყველას პენსია ერთდროულად არ ირიცხება, რა თქმა უნდა, ყველა პენსიონერმა უნდა გაიგოს, თუ კონკრეტულად რომელ რიცხვიში ჩაირიცხება მისი პენსია.
ამის გასაგებად ლიბერთი ბანკის ოფიციალური ვებგვერდი ძალიან მარტივ გზას გთავაზობთ.