ადგილები მსოფლიოში, სადაც კორონავირუსი ჯერ არ გავრცელებულა
ადგილები მსოფლიოში, სადაც კორონავირუსი ჯერ არ გავრცელებულა
მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას ებ­რძვის. COVID-19 უკვე მსოფ­ლი­ოს 199 ქვე­ყა­ნა­ში გა­მოვ­ლინ­და. ამ ეტაპ­ზე, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, 536 477 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, რო­მელ­თა შო­რი­საც, 124 395 გა­მო­ჯან­მრთელ­და, ხოლო 24 114 გარ­და­იც­ვა­ლა.

ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით ქვეყ­ნე­ბის ხუ­თე­უ­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა - აშშ, ჩი­ნე­თი, იტა­ლია, ეს­პა­ნე­თი და გერ­მა­ნია.

მსოფ­ლი­ო­ში ჯერ კი­დევ არის ქვეყ­ნე­ბი და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა:

პა­ლაუ

პა­ლა­უს რეს­პუბ­ლი­კა­ში 9 მარტს ერთ ადა­მი­ანს ჩა­უ­ტა­რეს კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტი და მან უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა. ტეს­ტი 73 წლის ქალს ჩა­უ­ტარ­და, რო­მე­ლიც პა­ლა­უ­ში აშშ-დან ჩა­ვი­და და COVID-19-ის მსგავ­სი
სიმპტო­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, თუმ­ცა მას კო­რო­ნა­ვირუ­სი არ აღ­მო­აჩ­ნდა.

ტონ­გა
ტონ­გა­შიც ერთ ადა­მი­ან­ზე, 21 წლის ახალ­გზარ­და ქალ­ზე ეჭ­ვობ­დნენ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი ჰქონ­და, თუმ­ცა არ და­უ­დას­ტურ­და. ქვე­ყა­ნა­ში ამ ეტაპ­ზე ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლე­ნი­ლი არ არის.

სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლე­ბი

სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლებ­ზეც ამ დრომ­დე არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა კო­რო­ნა­ვირუ­სის არც ერთი შემ­თხვე­ვა. ეჭვი ჰქონ­დათ 4 ადა­მი­ან­ზე, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში გე­მით 10 თე­ბერ­ვალს ჩა­ვიდ­ნენ, თუმ­ცა არ­ცერთ მათ­განს ვირუ­სი არ აღ­მო­აჩ­ნდა.

მარ­შა­ლის კუნ­ძუ­ლე­ბი
მარ­შა­ლის კუნ­ძუ­ლებ­ზე ეჭვი ჰქონ­დათ, რომ 66 წლის მა­მა­კაცს ჰქონ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი. მო­ნა­ცე­მე­ბი ჰა­ვა­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გაგ­ზავ­ნეს და პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თი იყო. კუნ­ძუ­ლებ­ზე ჩას­ვლა აკ­რძა­ლუ­ლია ჩი­ნე­თი­დან, ია­პო­ნი­ი­დან, სამ­ხრეთ კო­რე­ი­დან, იტა­ლი­ი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან, ირა­ნი­დან და სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან. ამ
დრომ­დე იქ კო­რო­ნა­ვირუ­სი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა.

ბოტსვა­ნა

ქვე­ყა­ნა­ში სულ 5 ადა­მი­ან­ზე ჰქონ­დათ ეჭვი, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით იყ­ვნენ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­ნი, თუმ­ცა ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში პა­სუ­ხი უარ­ყო­ფით იყო და იქ ჯერ­ჯე­რო­ბით ვირუ­სი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა. პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი ვირუ­სის სიმპტო­მე­ბით იქ 30 იან­ვარს ეთი­ო­პი­ი­დან ჩა­ვი­და და იზო­ლა­ცი­ა­ში იყო, თუმ­ცა ვირუ­სი არ და­უ­დას­ტურ­და.
15526
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ზურა
2
ნაურუ ვირუსმა ვერ მიაგნო და რუსებმა საიდან იპოვეს აფხაზეთი რომ აღიარებინეს?!
13:52 / 28-03-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი