მას მერე, რაც თბილისის ქუჩები მღვდლებმა აკურთხეს და ნაკურთხი წყალი მოაპკურეს, მსგავსი ფაქტი ამერიკაშიც მოხდა - წმინდა ლუისის ტაძრის კათოლიკე მღვდელმა, ხუან ბენიტესმა ნიუ-იორკი თვითმფრინავიდან აკურთხა და ნაკურთხი წყალი აპკურა.
ამ ფაქტს მამა პეტრე გამოეხმაურა:
"ამერიკის თავზე თვითმფრინავები ნაკურთ წყალს ღვრიან...
ის ხალხი გამოჩნდეს, მსგავს ქმედებას ჩვენში ჩამორჩენილობას და ავადმყოფობას რომ უწოდებენ... თან უფლებების დაცვაზე რომ აქვთ საოცარი პრეტენზია...
რწმენა ხელშეუხებელია...
ამ თემებით ქილიკი კი ძალით "აზრზე მოსული" ადამიანების სენია...
#შეგეწიოთამერიკისციდან გადმოღვრილი ნაკურთი წყალი. მით უფრო მათ, ვისაც მხოლოდ ამერიკა ჰგონია დემოკრატიის შუქურა!.."