"ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ვირუსი პატარებზე მძიმე გავლენას არ ახდენდა და ჩვენც გვჯეროდა, ისევე როგორც ყველას", - განაცხადა გოგონას დედამ მედიასთან საუბრისას. მისივე თქმით, გოგონას თანდართული დაავადებები არ ჰქონდა.
მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმაურება საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ქეთი ლობჟანიძე, რომელიც პარიზის ერთ-ერთი საავადმყოფოს ნეიროპედიატრიის განყოფილების პედიატრია:
"საფრანგეთში გარდაცვლილი 16 წლის გოგოს ამბავს აქ ბევრი აზიარებს. მეც დავინტერესდი, ჩემი ყოფილი კოლეგა მუშაობს ახლა იმ საავადმყოფოში, სადაც შეიყვანეს და დაუდგინეს კოვიდ-19.
სიკვდილის მიზეზი გახდა ის, რომ ბავშვი სწრაფად დამძიმდა, ადგილზე არ ქონდათ რეანიმაციის განყოფილება და სანამ პარიზის გარეუბნიდან ნეკერში გადაიყვანეს, ძვირფასი დრო დაიკარგა.