„როდესაც პირველი ინფიცირებულები მოთავსდნენ ჩვენს კლინიკაში, ერთ-ერთი იყო ცოლ-ქმარი, ცოლი ინფიცირებული გახლდათ, ქმარი - არა. მეორე შემთხვევა სულიერ ძმებს ეხება - ისინი ქალაქ ყუმში იყვნენ - აქაც ერთი ინფიცირებული იყო, მეორე - არა. პრინციპულად არ მიატოვეს ერთმანეთი. ვეუბნებოდით, წადით, არ ხართ ინფიცირებულები, თუმცა პალატაში დარჩნენ. ინფექცია არც ერთს არ გადაედო, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ოთახში ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობდნენ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.