"ცოლი ინფიცირებული გახლდათ, ქმარი - არა, მაგრამ არ მიატოვეს ერთმანეთი და ერთ პალატაში ცხოვრობდნენ" - თენგიზ ცერცვაძე საინტერესო დეტალზე საუბრობს
"ცოლი ინფიცირებული გახლდათ, ქმარი - არა, მაგრამ არ მიატოვეს ერთმანეთი და ერთ პალატაში ცხოვრობდნენ" - თენგიზ ცერცვაძე საინტერესო დეტალზე საუბრობს
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ინფიცირებულებთან დაკავშირებით საინტერესო დეტალი გაამხილა. მისი თქმით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ყველა ადამიანს შეიძლება კორონავირუსი არ გადაედოს. ამის დასადასტურებლად თენგიზ ცერცვაძემ ორი შემთხვევა გაიხსენა.

„როდესაც პირველი ინფიცირებულები მოთავსდნენ ჩვენს კლინიკაში, ერთ-ერთი იყო ცოლ-ქმარი, ცოლი ინფიცირებული გახლდათ, ქმარი - არა. მეორე შემთხვევა სულიერ ძმებს ეხება - ისინი ქალაქ ყუმში იყვნენ - აქაც ერთი ინფიცირებული იყო, მეორე - არა. პრინციპულად არ მიატოვეს ერთმანეთი. ვეუბნებოდით, წადით, არ ხართ ინფიცირებულები, თუმცა პალატაში დარჩნენ. ინფექცია არც ერთს არ
გადაედო, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ოთახში ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობდნენ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
13935
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი