"ამერიკიდან დაბრუნდნენ და ცოცხალი თავით არ იხსენებენ კონტაქტებს, ასე დაიკარგა გადაცემის ჯაჭვი" - ელისო კილაძე
"ამერიკიდან დაბრუნდნენ და ცოცხალი თავით არ იხსენებენ კონტაქტებს, ასე დაიკარგა გადაცემის ჯაჭვი" - ელისო კილაძე
სამეგრელოში კონტროლის გამკაცრების მიზეზებზე ჟურნალისტი ელისო კილაძე პოსტს აქვეყნებს."რატომ ზუგდიდი?! ორი პირი (ერთი ცნობილი ადვოკატი და მეორე ნაკლებადცნობილი პიროვნება) ამერიკიდან დაბრუნდა თურქეთის გავლით!
იეღოველები არიან, კონტაქტებიც ჰქონდათ და ბროშურებიც ჩამოიტანეს (სავარაუდოდ,დაარიგეს).
ერთს დადასტურებულად კორონა აქვს, მეორეს პასუხი დღეს იქნება !
ანალიზები როგორ აუღეს, სხვა თემაა! (იეღოვას კონგრესთან უნდა შევათანხმოთო)
ცოცხალი თავით, ვერ (არ) იხსენებენ კონტაქტებს!
ასე დაიკარგა გადაცემის ჯაჭვი!
ზუგდიდი არაა დიდი ქალაქი, ყველა ერთმანეთს იცნობს და ვისაც ამ ორეულთან შეხება გქონდათ, გადადით თვითიზოლაციაში!
წუხელ ენგური გადმოცურა ერთმა პირმა, იმ სოფლიდანაა,
სადაც დადასტურებულია კორონავირუსი!
გდდ-მ დააკავა, როგორც ვიცი !
მთელი რუსეთი სოჭშია, აფხაზეთიდან ინფიცირებულების შემოსვლის რისკი დიდია!
ე.წ. საზღვარი უნდა გაკონტროლდეს მაქსიმალურად!
ამიტომაც,სწორია საგანგებო ზომების მიღება სამეგრელოში!" - წერს ელისო კილაძე.
6324
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ნია
0
ცოტა "სტუმარ-მასპინძლობის" მენტალიტეტიც, რომ შევიცვალოთ არ გვაწყენდა. ნამეტანი ველოლიავებით ყველას, იმიტომაც არიან ასე გაბლატავებულები შინაური თუ გარე "ზოგიერთები." ეხლა ნამვილად ჭირდება ქვეყანას მაგარი სიმკაცრე. რა დროს დათმობაა ამ გაგანია კორონა ვირუსის დროს. და რა გამოდი? ნაწილი ვიცავთ ყველანაირ წესებს, ნაწილი კი თავისი დაუდევრობით გვღალატობს, ჩვენც მოსახლეობასაც და მედ პერსონალებსაც. ესეთებს ინდოელების წკეპლა მოუხდებათ ფეხებში!
16:49 / 30-03-2020
სოსო
0
ასეთებთან ფერობა და დანდობა,ქვეყნის გაწირვას ნიშნავს.ადვოკატებს ყველაზე კარგად ესმით,ჩვენების თავის დროზე მიცემის და ამით ახალი დანაშაულის პრევენციის მნიშვნელობა.ასე რომ თუ თანამშრომლობა არ უნდათ.მაწსიმალური სიმკაცრით აგებინეთ პასუხი,თანაც საგანგებო წესების სიმკაცრით.ამ წუთში ისინი ტერორისტები არიან და ისე უნდა მოეპყრათ,როგორც ტერორისტებს.ყოველი წუთი ქვეყნის ზურგში დარტყმული მახვილია.
14:23 / 30-03-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი