რუსი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სამი პრეპარატი შექმნეს, რომლებიც კორონავირუსისგან კურნავს და ამ ამბით უკვე დაინტერესდა ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტრო.
როგორც აკადემიკოსი ვლადიმირ ჩეხონინი ამბობს, რამდენიმე წლის წინ ორგანული სინთეზის ინსტიტუტში შექმნეს ანტივირუსული პრეპარატი ტრიაზავირინი, რომლითაც ახლა მათი ჩინელი კოლეგები ინტერესდებიან, რადგან მათი აზრით, ის "კოვიდ-19"-თან ბრძოლაში შეიძლება გამოდგეს.
"დღესდღეობით მზად არის ამ პრეპარატის განსაკუთრებული, საინგალაციო ფორმა, რომელიც რესპორატორული ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ შეიძლება იქნას გამოყენებული. დარწმუნებული ვარ, ის გამოდგება კოვიდ-19-თან საბრძოლველად", - ამბობს აკადემიკოსი. წამალი გამოსაცდელად უახლოეს მომავალში უნდა გადასცენ ჩინურ მხარეს.
ასევე შექმნეს ანტივირუსული პრეპარატის ფავიპირავირის სინთეზის განსაკუთრებული სქემა. ეს წამალი იაპონიაში შეიქმნა ინფექციების სამკურნალოდ. ამ ახალ სინთეზს ასევე გაგზავნიან გამოსაცდელად.
მესამე პრეპარატი კი, რომელიც ასევე შეიძლება გამოდგეს კორონავირუსთან საბრძოლველად, არის ფორტეპრენი, რომელიც ფოსპრენილის ბაზაზე შეიქმნა - ეს უკანასკნელი გამოიყენება კორონავირუსული ინფექციების სამკურნალოდ ცხოველებში.
"ფორტეპრენი რეგისტრაცის სტადიაზეა. რეგისტრაციის გავლის შემდეგ მასაც გადავცემთ გამოსაცდელად, თუ რამდენად აქტიურია კოვიდ-19-თან ბრძოლაში", - დასძენს ჩეხონინი.