"ხალხმა არასწორად გაიგო, რომ ვინც ბავშვობაშია აცრილი, მას იცავს" - რეალურად, მუშაობს თუ არა ბცჟ ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ? - მშობლები

"ხალხმა არასწორად გაიგო, რომ ვინც ბავშვობაშია აცრილი, მას იცავს" - რეალურად, მუშაობს თუ არა ბცჟ ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ?

2020-03-30 11:19:11+04:00

იცავს თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან 100 წლის წინ, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნა ე.წ ბე­ცეჟე? ამ სა­კი­თხზე ევ­რო­პელ მე­დი­კო­სებ­ში ჯერ მხო­ლოდ მო­საზ­რე­ბე­ბი არ­სე­ბობს და მას­ზე ჰო­ლან­დი­ელ­მა მკვლე­ვა­რე­ბმა მუ­შა­ო­ბა უკვე და­ი­წყეს.

გავ­ლე­ნი­ა­ნი გა­მო­ცე­მა Bloomberg წერს, რომ შე­საძ­ლოა, ვაქ­ცი­ნა სა­ხე­ლად bacillus Calmette-Guerin, იგი­ვე BCG, ადა­მი­ანს COVID-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ იმუ­ნი­ტეტს უმუ­შა­ვებს. რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი აცრა სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის ყვე­ლას აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ის დღემ­დეა აც­რე­ბის ეროვ­ნულ კა­ლენ­დარ­ში, მას­თან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE-მ აზრი ქარ­თველ სპე­ცი­ა­ლის­ტებს ჰკი­თხა.

იმუ­ნო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, BCG ვაქ­ცი­ნამ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად აჩ­ვე­ნა, რომ იგი სხვა ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რისკს გარ­კვე­ულ­წი­ლად ამ­ცი­რებს, თუმ­ცა იმუ­შა­ვებს თუ არა COVID-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ, ამის წი­ნას­წარ პროგ­ნო­ზი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

- BCG-თან მი­მარ­თე­ბა­ში ის სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, მან სხვა ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ავ­დე­ბე­ბის რის­კი 30%-ით შე­ამ­ცი­როს. ეს არის ის­ტო­რი­უ­ლად ცნო­ბი­ლი. მაგ­რამ COVID-19-თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­ა­მარ­თლებს თუ არა, ეს გა­მოჩ­ნდე­ბა მას შემ­დეგ, რაც კვლე­ვის პა­სუ­ხე­ბი გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

ჰო­ლან­დი­ელ­მა მვლე­ვა­რებ­მა და­ი­წყეს 1000 ადა­მი­ან­ზე კვლე­ვა და ვე­ლო­დე­ბით ამ შე­დეგს. შე­იძ­ლე­ბა დას­ჭირ­დეს თვე­ე­ბი და ერთი წე­ლიც კი ამ კვლე­ვის შე­დეგს. მა­ნამ­დე ეს არის ვა­რა­უ­დი, ჰი­პო­თე­ზა. მო­საზ­რე­ბა წა­მო­ვი­და ალ­ბათ იქე­დან, რომ რა­ღაც ინ­ფექ­ცი­ე­ბი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად შე­ა­ჩე­რა BCG-მ. მა­გა­ლი­თად, ბავ­შვთა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა აფ­რი­კა­ში და იმ ქვეყ­ნებ­ში სა­დაც ის კეთ­დე­ბა" - უთხრა AMBEBI.GE-ს იმუ­ნო­ლოგ­მა. განაგრძეთ კითხვა