მსოფლიო ახლა კორონავირუსს ებრძვის, რომელმაც განსაკუთრებით დააზარალა ჩინეთი, ირანი და იტალია. ვირუსი თებერვალში თავდაპირველად ჩინეთში, კერძოდ უჰანში გავრცელდა და უკვე თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა. სპეციალისტების თქმით, ვირუსის საწინააღმდეგო შტამი მზად აპრილში იქნება.
„რეიტინგი“ მსოფლიოში შექმნილ უდიდეს პრობლემაზე ცნობილ, ქართველ ასტროლოგს მიხეილ ცაგარელს ესაუბრა.
- ბატონო მიხეილ, მსოფლიო უდიდესი განსაცდელი წინაშე დგას, რაც კორონავირუსის გავრცელებას მოჰყვა. რამ გამოიწვია თქვენი აზრით ეს პრობლემა?
- ნამდვილად განსაცდელის წინაშეა მსოფლიო, ისპანკა, ებოლა, შიდსი და უამრავი ასეთი დაავადება გადაიტანა მსოფლიომ,
ბევრი დაიღუპა, მაგრამ ასეთი განსაცდელი არ ყოფილა. მე პროფესიით ბიოქიმიკოსი ვარ და ვსწავლობდი, რა შეიძლება მოხდეს მაშინ, თუ ესათუის ფიზიოლოგიური მოვლენა შეიცვლება, მინდა გითხრათ საშინელი სურათი დაიხატა მაშინ. ეს შესაზლებლობები, რომ ჰქონოდა ადოლფ ჰიტლერს მთელ მსოფლიოს დაიპყრობდა.
რა ხდება დღეს? რასაკვირველია წამყვანი ქვეყნები ცდილობენ თავიანთ მონოპოლიაში მოაქციონ სხვა ქვეყნები, აქ არ შედის მხოლოდ იარაღი, ისინი მნიშვნელობას ანიჭებენ ბიოლოგიურ იარაღს. ბიოლოგიური ომი განვითარების ახალ სტადიაზე გადავიდა, ამაში ბიოქიმიკოსები და ბიოფიზიკოსები მონაწილეობენ ასეთ ომში. აქედან გამომდინარე ადგენენ ვირუსებს რომლის მეშვეობით შეიძლება გარკვეული მართვადი პროცესების წარმოქმნა. მინდა გითხრათ ცუდი სამუშაოებია ჩატარებული, ვირუსების მეშვეობით შეიძლება ადამიანების გაქრობა ან დაზომბირება. უკვე ამასაც აკეთებენ ლაბორატორიები სამხედრო სტრუქტურებში. ასეთი მოვლენა მოხდა ჩინეთის სამხედრო სტრუქტურებში, ისინიც მუშაობენ ბიოლოგიურ იარაღზე, მათ შორის ვირუსებზე, ეს გაკეთდა შეგნებულად თუ შეუგნებლად ვერ გეტყვით. მაგრამ ცნობილია, რომ მათ ღამურებში შეიყვანეს სხვადასხვა გრიპების 50 შტამი და ეს შეერთებული სფერო არის კორონავირუსი. საშინელი ვირუსია, ასეთი არავის გაუგია. მოხდა ასეთი რამ, ერთ-ერთი ღამურა გაუფრინდათ. იცით რომ ჩინეთში ღამურებს ჭამენ, ამიტომ შეგვიძლია ვიფიქროთ ეს ღამურა დაიჭირეს და ჩინეთის ბაზარში მოხვდა, ან უბრალოდ შეჭამეს და წავიდა ვირუსის გადაცემა. ჯერჯერობით ვაქცინა ჩინელებსაც კი არ აქვთ. უნდა იპოვონ 50 გრიპის შტამი, მათი ერთობლივი მოქმედება შეისწავლონ და შეუსაბამონ შესაბამისი ვაქცინა. ადრე თუ გვიან ამ ვაქცინას იპოვიან. განაგრძეთ კითხვა