კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შემდეგ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ყოველდღიურად მთელი საქართველო ელოდება, როდის გამოვლენ საავადმყოფოს შენობიდან ექიმი-ინფექციონისტები მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე და უახლეს ინფორმაციას მიაწვდიან საზოგადოებას.
საბედნიეროდ კრისიზის პერიოდში აღმოჩნდა, რომ სამი მამაკაცის: პაატა იმნაძის, ამირან გამყრელიძისა და თენგიზ ცერცვაძის გარდა, ჩვენი ქვეყანა კიდევ ორი ქალბატონის თავდადებასა და პროფესიონალიზმზეც არის დამოკიდებული. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე გამორჩეული პროფესიონალია.
ჯერ კიდევ, ორი კვირის წინ მის შესახებ ერთ-ერთმა მკითხველმა საინტერესო ისტორია მოგვწერა, თუ როგორ გადაარჩინა ენდელაძემ 15 წლის წინ B ჰეჰატიტის ვირუსით ინფიცირებული ქალბატონი, რომელიც მოსკოვში ოპერაციის დროს დაავადდა. როგორც მკითხველი გვიყვება, პაციენტი საქართველოში იმდენად მძიმე მდგომარეობაში ჩამოიყვანეს, რომ მისი გადარჩენის იმედი თითქმის არ არსებობდა და სწორედ ქალბატონი მარინას ძალისხმევით ის გადარჩა.
ენდელაძე ყოველდღიურად დაუზარებლად მუშაობს და გვაცნობს ინფორმაციას კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების შესახებ, ბევრმა კი არ იცის, რომ წლების წინ მას უმძიმესი ამბავი შეემთხვა.2017 წლის 28 მარტს მისი ერთადერთი შვილი იურისტი ირაკლი ძიმისტარაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. განაგრძეთ კითხვა