თბილისში ავღანეთიდან ჩამოსულ ძმებს სცემეს, რადგან ჩინელები ეგონათ - "დისკრიმინაცია აქამდეც ყოფილა, ბევრი ფიქრობს, რომ ტერორისტი ვარ ან ნარკოტიკებს ვყიდი" - მშობლები

თბილისში ავღანეთიდან ჩამოსულ ძმებს სცემეს, რადგან ჩინელები ეგონათ - "დისკრიმინაცია აქამდეც ყოფილა, ბევრი ფიქრობს, რომ ტერორისტი ვარ ან ნარკოტიკებს ვყიდი"

2020-03-31 12:24:51+04:00

თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლე­ბი, სა­ი­დი და ჰა­მი­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ღა­ნე­თი­დან რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჩა­მო­ვიდ­ნენ. ეთ­ნი­კუ­რად ჰა­ზა­რებს რამ­დე­ნი­მე დღის წინ მძი­მე შემ­თხვე­ვა გა­დახ­დათ - 20 მარტს, ღა­მის 02:00 სა­ათ­ზე ისი­ნი სახ­ლში ტაქ­სით ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, რო­დე­საც მძღოლ­მა მათ იმა­ზე მეტი თან­ხის გა­დახ­და მოს­თხო­ვა, ვიდ­რე უნდა გა­და­ე­ხა­დათ. მი­ზე­ზად ტაქ­სის მძღოლ­მა მათი წარ­მო­მავ­ლო­ბა და­ა­სა­ხე­ლა, გა­დახ­და­ზე უა­რის გამო კი ძმებს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. გამ­ვლე­ლი პი­რე­ბი მძღოლს და­ეხ­მარ­ნენ და ძმებს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

საიდ იუ­სი­ფი, რო­მელ­მაც ინ­ცი­დენ­ტის დროს რამ­დე­ნი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო, მათ შო­რის ჭრი­ლო­ბა თა­ვის არე­ში, იხ­სე­ნებს, რო­გორ თქვა ტაქ­სის მძღოლ­მა მის­თვის სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბის დროს: "დამ­პალ­მა ჩი­ნელ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი ჩა­მო­ი­ტა­ნა" (F...ing Chinese brought Coronavirus in Georgia).

ჰა­მიდ და საიდ იუ­სუ­ფე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ღა­ნე­თი­დან 2017 წელს, ოჯახ­თან ერ­თად ჩა­მო­ვიდ­ნენ. ნა­ცე­მი ახალ­გაზ­რდა იმა­საც იხ­სე­ნებს, თუ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იგ­რძნო სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­გან, შემ­დეგ კი - მე­დი­კო­სე­ბის­გან, რო­დე­საც დაჭ­რი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ვი­და.

"მე ავ­ღა­ნე­თი­დან ვარ, სა­ქარ­თვე­ლო­ში 2017 წელს, ოჯახ­თან ერ­თად ჩა­მო­ვე­დი. ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლე­ბი ვართ, ჩემი და-ძმა სპორ­ტით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით გა­მო­დი­ან, ტა­ეკ­ვონ­დო­ში ჩემ­პი­ო­ნე­ბი არი­ან და აქ გა­ნათ­ლე­ბას იღე­ბენ.

ისი­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად შრო­მო­ბენ და იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ერთ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შას უფრო მაღ­ლა და მაღ­ლა ას­წე­ვენ. თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლე­ბი თა­ვი­ანთ ქვეყ­ნებ­ში იმა­ზე დიდი სირ­თუ­ლე­ე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან, ვიდ­რე ეს უმუ­შევ­რო­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბია. მა­გა­ლი­თად, ჩემი ქვე­ყა­ნა, ავ­ღა­ნე­თი, 35 წე­ლია, ტე­რო­რის­ტე­ბის თავ­დას­ხმე­ბის ქვე­შაა, სა­წყა­ლი ხალ­ხი ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად იღუ­პე­ბა.

ჰა­მიდ იუ­სუ­ფი ტა­ეკ­ვონ­დო­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობს.

- შე­გიძ­ლი­ათ, დე­ტა­ლუ­რად გა­იხ­სე­ნოთ ინ­ცი­დენ­ტი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­გემ­თხვათ?

- 2020 წლის 20 მარტს, ღა­მის 2 სა­ათ­ზე, მე და ჩემ­მა ძმამ ჰა­მიდ­მა "იან­დექ­სის" ტაქ­სით, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნი­დან ის­ნის მეტ­რომ­დე ვიმ­გზავ­რეთ. აპ­ლი­კა­ცი­ა­ში ეწე­რა, რომ 3 ლარი და 50 თეთ­რი უნდა გა­დაგ­ვე­ხა­და. როცა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილს ვუ­ახ­ლოვ­დე­ბო­დით, ტაქ­სის მძღოლ­მა სამ­ჯერ მე­ტის გა­დახ­და მოგვ­თხო­ვა იმ მი­ზე­ზით, რომ უცხო­ე­ლი ვარ. უა­რის გამო კი ლან­ძღვა და­ი­წყო, თუმ­ცა ცოტა ხან­ში 5 ლარ­ზე ჩა­მო­ვი­და.

ფული არ მი­ვე­ცი და მან­ქა­ნი­დან გა­და­ვე­დი. მძღო­ლი გაბ­რაზ­და, ისიც გად­მო­ვი­და მან­ქა­ნი­დან და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყო, მე­ძახ­და - "დამ­პალ­მა ჩი­ნელ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი ჩა­მო­ი­ტა­ნაო". ამ დროს, ვი­ღაც უცხო ბი­ჭებ­მა ზურ­გი­დან შე­მოგ­ვი­ტი­ეს. მცე­მეს იმი­ტომ, რომ უცხო­ე­ლი ვარ. განაგრძეთ კითხვა