თბილისის ინფექციური საავადმყოფო გამოჯანმრთელებულთა სისხლს ინფიცირებულთა სამკურნალოდ გამოყენებას გეგმავს
თბილისის ინფექციური საავადმყოფო გამოჯანმრთელებულთა სისხლს ინფიცირებულთა სამკურნალოდ გამოყენებას გეგმავს
ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა განკურნების ერთ-ერთ გზად გამოჯანმრთელებულთა სისხლის პლაზმის გამოყენებაც განიხილებოდა. აღმოჩნდა, რომ აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაცია (US FDA) განიხილავს ამ მეთოდს შემდგომი გამოყენებისთვის. ამ მეთოდის დანესანერგად თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრიც ემზადება. ამის შესახებ ინფორმაცია კლინიკის ფეისბუქგვერდზეა გამოქვეყნებული:
"ა.წ. 24 მარტს აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ (US FDA) განიხილა შესაძლებლობა, გამოყენებულ იქნას COVID-19-ით კონვალესცენტის (ახლად გამოჯანმრთელებული პირის) პლაზმა COVID-19-ით კრიტიკულად მძიმე პაციენტებში, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამასთან, თითოეული ასეთი შემთხვევა უნდა შეთანხმდეს FDA-სთან. ამ გადაწყვეტილებით FDA-მ „მწვანე შუქი“
აუნთო ამ საკითხზე კვლევების დაწყებას. ამასთან, ამ გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია მთელი რიგი პირობები და შეზღუდვები, რომელთა მკაცრად შესრულება სავალდებულოა.
თავად ეს მეთოდი პრინციპულად ახალი არ არის და იგი ადრე მეტ-ნაკლები წარმატებით გამოიყენებოდა რიგი მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ინფექციური დაავადებების: ებოლას ცხელება, SARS, MERS, H1N1 გრიპი და სხვ. სამკურნალოდ.
ამ მეთოდს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთი მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, რომელთა სამკურნალო პირდაპირი მოქმედების ანტიმიკრობული მედიკამენტები არ არსებობს.
რამდენადაც საქართველოში უკვე გვყავს COVID-19-სგან პირველი გამოჯანმრთელებული ავადმყოფები, აგრეთვე, გვყავს და მომავალშიც გვეყოლება კრიტიკულად მძიმე პაციენტები, ეს მეთოდი შესაძლოა სათანადო მოსამზადებელი სამუშაოების (რომელიც შეიცავს რიგ რთულ და მაღალტექნოლოგიურ პროცედურებს) შემდეგ
გამოყენებულ იქნეს ჩვენს ქვეყანაშიც.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრმა უკვე დაიწყო მუშაობა ამ მიმართულებით. შედგა შეხვედრა იმ კომპანიის წარმომადგენლებთან, რომელიც ფლობს აღნიშნული პროდუქტის (კონვალესცენტების პლაზმის) დამზადებისთვის აუცილებელ ტექნოლოგიებს. ცენტრი გააგრძელებს კონსულტაციებს და თანამშრომლობას აღნიშნულ საკითხზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოელ პარტნიორებთან." - ნათქვამია განცხადებაში.
504
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი