ეს მეთოდი შეიძლება დაეხმაროთ არა მარტო ბავშვებს არამედ, უფროსებსაც.
მისურის შტატის, ქალაქ ხოლსვილის მესამე კლასის მასწავლებლებელი სხვა მშობლებივით დაფიქრდა იმაზე, თუ რა მეთოდით შეიძლებოდა ბავშვებს რაც შეიძლება ხშირად დაებანათ ხელები. მას მოუვიდა არაჩვეულებრივი იდეა.
«ვფიქრობდი, რა უნდა ყოფილიყო ის რაღაც, რასაც ხელზე წავუსმევდი და მათ ექნებოდთ სურვილი წყლით და საპნით მოეშორებინათ,- ამბობს ინტერვიუში პადაგოგი. და აი, ერთ ორშაბათ დილას თვალი მოვკარი ჩემს ბეჭედს წარწერით “მისის ვუდი“, რომელიც ჩემს მაგიდაზე იდო. მოსწავლეებს ვუთხარი დაებანათ ხელები, შემდეგ მოსულიყვნენ ჩემთან, რათა ხელზე დამესვა „ბეჭედი“ ჩემი სახელითა და გვარით“. რაც უფრო ხშირად დაიბანს მოსწავლე ხელს, მით მალე უფერულდება წარწერა. ეს გრძელდება მანამ, სანამ მთლიანად არ გაქრება წარწერა.
მოსწავლეს, რომელსაც სასწავლო დღის ბოლოს წარწერა საერთოდ აღარ ექნება, მასწავლებელი აჯილდოვებს ტკბილეულით. შონმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ვირუსულად გავრცელდა. სანამ კარანტინი გამოცხადდება, მისის ვუდის მიერ შემუშავებულ მეთოდს ხოლსვილის სკოლის სხვა კლასებმა და სკოლებმა მიმართეს.