თუ თქვენი ჩვილი უმიზეზოდ ტირის და დამშვიდება უჭირს, მას კოლიკა აწუხებს. ეს არის აირების დაგროვებით გამოწვეული მუცლის ტკივილი, რომელიც ჩვილ ბავშვთა ასაკში ძალიან ხშირია და როგორც წესი, დაბადებიდან 2–3 კვირაზე იწყება და 3–4 თვემდე გრძელდება. კოლიკა უმეტესად დღის მეორე ნახევარში გამოვლინდება ხოლმე.
კოლიკა არ მიეკუთვნება იმ ჯგუფის პრობლემებს, რომელიც ჯანმრთელობას პრობლემას უქმნის. თუმცა დედებისთვის საკმაოდ სტრესულია, რადგან ვერ ახერხებენ პატარების დამშვიდებას.
როდესაც ბავშვს კოლიკა აწუხებს, მისი ჭამის პროცესი საკმაოდ რთულდება და ნელდება. ის ჭირვეულობს და კარგად არ ჭამს.
ძუძუთი კვების დროს ეს შეიძლება იყოს მგრძნობელობა დედის მიერ მირთმეული პროდუქტების მიმართ ჩამოუყალიბებელი კუჭ-ნაწლავის სისტემა უმწიფარი ნერვული სისტემა
გაუკეთეთ ბავშვს მუცლის მსუბუქი მასაჟი გაუკეთეთ მსუბუქი ვარჯიში: დააწვინეთ ბავშვი ზურგზე, მოუხარეთ ფეხები მუცლისკენ, მიიტანეთ მისი მუხლები მუცელთან და გაუშვით ხელი დაიწვინეთ ბავშვი მუცლით ხელზე და მეორე ხელით დააფიქსირეთ მისი ზურგი. ამ პოზაში მისი კუნთები დუნდება და ეს ეხმარება აირებისგან გათავისუფლებას ჩასვით თბილ აბაზანაში ჩაუდეთ პირში საწოვარა თითოეული ამ რეკომენდაციის შესრულება ჩვილის გაჭირვეულების მომენტში არის რეკომენდებული. თუმცა არსებობს პრევენციული ზომებიც, რაც ძირითადად კვების პროცესთან არის დაკავშირებული.
თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, შეარჩიეთ სწორი პოზა, რომ პატარამ კვების დროს ნაკლები ჰაერი გადაყლაპოს. თუმცა კოლიკა უმეტესად ხელოვნურ კვებაზე მყოფ პატარებს აწუხებთ. ამ შემთხვევაში უმთავრესი ანტიკოლიკური ბოთლის შერჩევაა. ბოთლების დიდი ნაწილი რძესთან ერთად ჰაერსაც უშვებს, რაც კოლიკას უმთავრესი მიზეზია. სწორედ ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ბოთლის და საწოვარას შერჩევას. ამ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილება NUK-ის პროდუქციაა, რომელიც აღჭურვილია ანტიკოლიკური სისტემით. აღნიშნული სისტემა განაპირობებს სითხის ბუნებრივ ნაკადს, ხდება ბოთლის შიგნით წნევის სხვაობის კომპენსირება, მცირდება წოვისას ბავშვის მიერ ჰაერის გადაყლაპვა, რაც არის სწორედ დისკომფორტის–მეტეორიზმის და კოლიკის წარმოქმნის მიზეზი. ასევე ანტიკოლიკური სისტემითაა აღჭურვილი NUK-ის ყველა მატყუარა, რომელიც გამოდევნის ჰაერს შეკუმშული საწოვარადან. ამიტომ, საწოვარა რჩება რბილი და მოქნილი, ადაპტირებული ბავშვის პირის ღრუსთან. ამის გამო არ ირღვევა წოვითი მოძრაობები და არ ხდება ჰაერის გადაყლაპვა.
ყურადღება მიაქციეთ კვების დროს ბავშვის მდგომარეობას. შეეცადეთ პატარა მაქსიმალურად ვერტიკალურად დაიკავოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვმა ჭამისას ნამდვილად მოწოვოს რძე და უბრალოდ არ ყლაპოს ჰაერი.
გაითვალისწინეთ, რომ კოლიკის დროს მედიკამენტოზური მკურნალობა ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ.