ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ხატია მეშველიანი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, საკუთარი გამოცდილების შესახებ უყვება ინტერნეტმომხმარებლებს. მეშველიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, როგორ გაიარა მკურნალობის პერიოდი თვითიზოლაციაში მყოფმა, ექიმების რჩევების გათვალისწინებით:
"მოგესალმებით მეგობრებო, მინდა ჩემს შესახებ მოგიყვეთ. ვცხოვრობ ნიუ იორკში. ვარ 36 წლის. Covid-19 -ით დაინფიცირებულ ადამიანებთან ხუ დღიანი უშუალო კონტაქტის შემდეგ მეც დამეწყო საყოველთაოდ ცნობილი სიმპტომები. პირველი რაც შევნიშნე იყო ყელის ტკივილი და 37 C ტემპერატურა. მეორე დღეს ოდნავ მოიმატა ტემერატურამ, დაახლოებით სამი ხაზით. ძალიან უსიამოვნო იყო ეს ყველაფერი, თუმცა პანიკას არ ავყოლილვარ. გავიკეთე ტესტი და გადავედი თვითიზოლაციაში.
დავიწყე მკურნალობა მხოლოდ ცხელი სითხეებით დღეში 14-15 ფინჯანი (ლიმონი, ჯინჯერი თაფლი). ამ დღეების განმავლობაში მქონდა სისუსტე, თავის ტკივილი და დაბალი ტემპერატურა 37,5C. სიცხის დამწევი ანუ პარაცეტამოლი მხოლოდ 3-ჯერ მივიღე რაც მაინც და მიანც სასურველი არ ყოფილა როგორც შემდგომში ბატონ ზურაბ გურულთან კონსულტაციისას გავარკვიე, რადგან ჯანმრთელი ორგანიზმი თავად ებრძვის ვირუსს და თუ შესაძლებელია და ასატანია, რომ 38-მდე სიცხეს გაუძლოს ადამიანმა, არ ღირს სიცხის დამწევის მიღება. განაგრძეთ კითხვა