როგორ ჩამოეწერებათ მოქალაქეებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადი - დეტალების განმარტება
როგორ ჩამოეწერებათ მოქალაქეებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადი - დეტალების განმარტება
მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ, ამის შესახებ დღეს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

სპეციალურად შექმნილ ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე განგვიცხადეს, რომ გადაწყვეტილება დღეიდან, 1-ლი აპრილიდან შევა ძალაში. იმ ადამიანებს, კი რომლებსაც 200 კილოვატზე მეტი ელექტროენერგია და 200 მ3-ზე მეტი ბუნებრივი აირი ექნებათ დახარჯული, შეღავათები არ შეეხებათ.
დავინტერესდით, რა ფორმით მოხდება ანგარიშის განულება.

კომპანია "თელასში" განგვიცხადეს, რომ ამისთვის საჭირო არ არის რა
იმე სპეციალური განცხადების დაწერა და იმ ადამიანებს, რომლებსაც 200 კილოვატზე ნაკლები ელექტროენერგია აქვთ დახარჯული (დაახლოებით 37 ლარი), ავტომატურად ჩამოეწერებათ გადასახადი. იგივე განაცხადეს "თბილისი ენერჯიში" ბუნებრივ აირთან დაკავშირებით - ისინიც 200 მ3-ზე ნაკლები ვისაც აქვს დახარჯული (დაახლოებით 90 ლარის ოდენობის), მათ ავტომატურად ჩამოაწერენ თანხას.

იმ ადამიანებს, რომლებმაც უკვე გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი, თანხა შეენახებათ და სამი თვის შემდეგ მოახერხებენ გამოყენებას.
რაც შეეხება რეგიონებს, "ენერგო-პრო-ჯორჯიას" აბონენტებს შეღავათი შეეხება იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში დენის გადასახადი მაქსიმუმ 36 ლარია.
რეგიონებშიც ანალოგიურად იქნება შეღავათი გაზის გადასახადზე, იმ კომპანიებისა და ტარიფების შესაბამისად, რომლებიც მუშაობენ ამა თუ იმ რეგიონში.
თამარ იაკობაშვილი


altვინ უნდა გადაიხადოს

დასუფთავებისა და წყლის გადასახადი - განმარტება კომპანიებიდან


28014
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (10)
კორპუსის მაცხოვრებლები.
1
ბოდიშს მოგიხდით. შეიძლება კარგად ვერ აგიხსენით. ჩვენ თვეში თუ დავხარჯეთ 100კვ-ზე ნაკლები და 101 დამ 300-კვმ- და 301 ზევით გადასახადი ტარიფი სხვადასხვაა. გეკითხებით, როგორ ახდენთ მრიცხველიდან მონაცემების აღებას მოდიხართ ვთქვათ ყოველი თვის პირველ რიცხვში? ერთი და იმავე დროს, რომ დააფიქსიროთ თვიური რეალური ხარჟი. რომელიც არ ხდება და არც მოხდება. დღეს მაგის არავითარი ტექნიკა და საშუალებები არ არსებობს. ისმის კითხვა, მაშ როგორ აფიქსირებთ რეალურ ხარჯს, თვის განმავლობაში. ერთი და იმავე პირობებში , თითქმის ერთნაირ გარემო ტემპერატურის დროს ერთ თვეს ვიხდი ორჯერ ნაკლებს და მომდევნო თვეს ორჯერ მეტს და მესამე თვეს ისევ ორჯერ ნაკლებს და ა. შ. ვისთან შეიძლება ამის გარკვევა. ჩვენ მეზობლებმა ასე გადავწყვიტეთ. მრიცხველის ყოველთვიურ ანარიცხებს ავიღებთ ერთი და იმავე რიცხვებში, შევადგენთ საერთო სამაზობლო აქტსმეზობლების ხელისმოწერით და ასე გაგიკონტროლებთ იმ უნამუსო თქვენი თანამშრომლების, თქვენს სასიკეთოდ გაწეულ ღვაწლს და წარვადგენთ სადაც არს.
00:49 / 03-04-2020
გიორგი.
1
ხარჯის დარეგისტრირების მეთოდი აგვიხსენით, რაც ბუნდოვანია მოსახლეობისთვის და ჩვენ აბონენტებს არ გვიხსნიან. დღეებში და საათებში მაიმუნობენ. შეიძლება თუ არა, მოსახლეობას აუხსნათ დანახარჯის აღრიცხვის მეთოდიკა. კალენდარულ 1 თვეს, ინდივიდუალური შემოწმებით, პრაქტიკულად, როგორ აფიქსირებთ.
00:22 / 03-04-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?