COVID-19 ვირუსის პანდემიის ფონზე, "ნატახტარის" მწარმოებელმა კომპანია "ეფეს საქართველომ", ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციებისა და რეგულაციების შესაბამისად, რამდენიმე მკაფიო პრიორიტეტი განსაზღვრა, რომელიც თანამშრომლების, მომხმარებლების და ბიზნესპარტნიორების ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხოებას ითვალისწინებს:
• თანამშრომლების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვა;
• წარმოების პროცესში ჯანდაცვის ნორმების დაცვის გამკაცრება;
• ქართული საზოგადოების, ჩვენი პარტნიორებისა და თანამშრომლების მხარდაჭერა;
ამასთან, COVID 19-ის პროფილაქტიკური ზომების შესახებ ჩვენს ლუდსახარშსა და სხვა სივრცეებში განთავსდა საინფორმაციო პლაკატები, ჩატარდა სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგი თანამშრომლებისთვის და კომპანიის ხელმძღვანელობა მუდმივად ზრდის პრევენციულ ღონისძიებებს.
"ჩვენ გვჯერა, რომ COVID 19-ის წინააღმდეგ მიმართული მწყობრი და თანმიმდევრული ღონისძიებები მაქსიმალურად თავს აგვაცილებს შესაძლო გართულებებს".