"ბოლოს ისევ მისი მობილურით გავიგე დედას ხმა... ყველაფერი გააკეთა, იბრძოლა ამ კაცმა" - ვასილ დაბრუნდაშვილი ლევან რატიანზე
"ბოლოს ისევ მისი მობილურით გავიგე დედას ხმა... ყველაფერი გააკეთა, იბრძოლა ამ კაცმა" - ვასილ დაბრუნდაშვილი ლევან რატიანზე
ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი ექიმ ლევან რატიანთან დაკავშირებით ერთ ამბავს იხსენებს:

"ექიმი ლევან რატიანი ყველა გადარჩენილ სიცოცხლეზე რომ საუბრობს, გული მიჩქარდება, მგონია, რომ მასთან ერთად ვიმარჯვებ, რაღაცას ვამარცხებ და მიხარია. 25 დეკემბერი რაღაც საშინელი საღამო იყო, მეც მაგრად დაღლილი, დედა - კიდევ უფრო მეტად. ერთი კლინიკიდან უნდა გადაგვეყვანა მეორეში. მარტო რომ არ ეგრძნო თავი, მასთან ჩავჯექი სასწრაფოს მანქანაში, ხელი მაგრად ჩამჭიდა.
მთელი გზა ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. მებოდიშებოდა, რომ ძალიან გაწვალებ, მაგრად გადაგღალეო. ვუღიმოდი და ვეუბნებოდი, რომ გავიმარჯვებდით და ფეხზე დავაყენებდით, თვალები უბრწყინავდა ამ დროს.
ექიმს და კლინიკას ვცვლიდით იმიტომ, რომ
მეტი შანსი გვქონოდა. მახსოვს, რომ მივედით მიმღებში, დაგხვდა ლევანი, მერე მისი მოადგილე ჩამოიყვანა, კიდევ - განყოფილების გამგე, შემდეგ - სხვა ექიმი, ჩაატარა კვლევები და შეძლო შეუძლებელი - კიდევ 10 ღღით მეტხანს აცოცხლა. ყოველ დილით, როცა შემოვლა იყო რეანიმაციაში, დედას ლევანთან ერთი თხოვნა ჰქონდა, მისი მობილურით დაერეკა ჩემთან და ჩემი ხმა გაეგო. ასე გრძელდებოდა დღეები და ბოლოს ისევ მისი მობილურით გავიგე დედას ხმა... ყველაფერი გააკეთა, იბრძოლა ამ კაცმა და ახლაც ვიცი, რომ ასე აკეთებს ყველა სიცოცხლის გადასარჩენად, თავისი საქმის უბადლო ოსტატია. მადლობა ლევანს და მადლობა ექიმებს, რომლებიც ხშირად წარმოუდგენელ გმირობას სჩადიან".
1651
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
მზია
0
ღმერთმა გვიმრვლოს თქვენნაირი ქართველები.
20:10 / 02-04-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?