"ნაღდი ფულის დეზინფექციისთვის სადეზინფექციო ხსნარებისა და ცხელი უთოს გამოყენება ეფექტური იქნება" - პაატა იმნაძე
"ნაღდი ფულის დეზინფექციისთვის სადეზინფექციო ხსნარებისა და ცხელი უთოს გამოყენება ეფექტური იქნება" - პაატა იმნაძე
პაატა იმნაძე მოქალაქეებს ნაღდი ფულის დეზინფექციისთვის სადეზინფექციო ხსნარებისა და ცხელი უთოს გამოყენებას ურჩევს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ნაღდი ფულის დეზინფექციისთვის სადეზინფექციო ხსნარებისა და ცხელი უთოს გამოყენება ეფექტური იქნება.

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საქართველოს ეროვნული ბანკი და ბანკები დეზინფექციას დიდი ხანია აკეთებენ. აქ საუბარია უფრო არა იმაზე, ბანკომატიდან რომ ფულს იღებს ადამიანი, არამედ იმაზე ხელიდან ხელში რომ ადამიანი ადამიანს ფულს მისცემს. ხელიდან ხელში გადაცემული ნებისმიერი ნივთი შეიძლება
იყოს საფრთხის შემცველი. ამიტომაც შეეხება ყველა ჩვენი რეკომენდაცია სიფრთხილეს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ფულზე, რომელიც ხელიდან ხელში გადადის, ყველა ნივთს ეხება. ინდივიდუალურ პირობებშიც შესაძლებელია ნაღდი ფულის შემთხვევაში, სადეზინფექციო ხსნარების ან იგივე ცხელი უთოს გამოყენება, ეფექტური იქნება" - განაცხადა პაატა იმნაძემ.
801
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
kawi
0
უსაყვარლესი ხარ
18:24 / 03-04-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი