ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ოჯახური ცხოვრება - საზოგადოებისთვის უცნობი ქმარი და ქალიშვილი, რომელიც ბრიტანეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობს
ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ოჯახური ცხოვრება - საზოგადოებისთვის უცნობი ქმარი და ქალიშვილი, რომელიც ბრიტანეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობს
"მი­ლი­ო­ნე­რი მი­ნის­ტრი" - ასე მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ მე­დი­ა­ში მაია ცქი­ტიშ­ვილს, რო­მე­ლიც 2018 წლის 30 მარტს მა­შინ­დელ­მა პრე­მი­ერ­მა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ახალ პოსტზე - რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრად წა­რად­გი­ნა.

მშვი­დი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი იმი­ჯის მქო­ნე ქალი მი­ნის­ტრი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტი კად­რია, რო­მე­ლიც თეა წუ­ლუ­კი­ან­თან ერ­თად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გუნდს წლე­ბია შე­მორ­ჩა. სა­ნამ ერთ-ერთ რთულ სა­მი­ნის­ტორს ჩა­ი­ბა­რებ­და, ცქი­ტიშ­ვი­ლი 2012 წლი­დან მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო.

ცქი­ტიშ­ვი­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია, გა­ნათ­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო. 1993 წელს პრა­ღა­ში კარ­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ი­ა­რა ჩე­ხუ­რი ენის კურ­სე­ბი, 1993-1994 წლებ­ში სწავ­ლობ­და
პრა­ღის ეკო­ნო­მი­კის უმაღ­ლეს სკო­ლა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე. 2002 წელს კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა­ში გა­ნაგ­რძო სწავ­ლა.

2003 წელს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა - შპს "ბურ­ჯში" ლო­ჯის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გახ­ლდათ. ორ წე­ლი­წად­ში და­ა­წი­ნა­უ­რეს და "ქარ­თუ ჯგუფ­ში" გა­და­იყ­ვა­ნეს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წედ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. 2006 წელს იყო "ბა­გე­ბი სითი ჯგუ­ფის" პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი. 2009 წელს სა­მუ­შა­ოდ გა­და­დის შპს "ქარ­თუ მე­ნე­ჯმენ­ტში" დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში მოს­ვლის­თა­ნა­ვე, 2012 წლის პირ­ვე­ლი ნო­ემ­ბრი­დან ცქი­ტიშ­ვი­ლი მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ი­ნიშ­ნა. 

მი­ნის­ტრის ოჯა­ხის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ცოტა რამ იცის. მისი მე­უღ­ლე და­ვით ხა­ტი­აშ­ვი­ლია, წყვილს ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი - ნატა ხა­ტი­აშ­ვი­ლი ჰყავს.

ვიცე-პრე­მი­ე­რის მე­უღ­ლის სა­ხელ­მა მე­დი­ა­ში რამ­დენ­ჯერ­მე
გა­იჟ­ღე­რა - სა­ჯა­რო რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ცქი­ტიშ­ვი­ლის ქმარს ეკუთ­ვნის სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "ბილ­დინგ სო­ლუ­შენ­სი", რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ა­გენ­ტოს ვებგ­ვერ­დის მო­ნა­ცე­მე­ბით 2015-2016 წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფო ტენ­დერებ­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. კომ­პა­ნია პრე­ტენ­დენ­ტად ოთხ ტენ­დერ­ში ფიქ­სირ­დე­ბო­და, თუმ­ცა ვერ­ცერთ მათ­გან­ში ვერ გა­ი­მარ­ჯვა. განაგრძეთ კითხვა
4661
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?