თურქული კინოს ვარსკვლავი ქალები ქართული ფესვებით - ისინი ულამაზეს თურქ ქალებს შორის მოიხსენიებიან
თურქული კინოს ვარსკვლავი ქალები ქართული ფესვებით - ისინი ულამაზეს თურქ ქალებს შორის მოიხსენიებიან
ბოლო დროს ქართული ტელევიზიების ეთერების არც ისე მცირე დრო თურქულ სერიალებს უკავია და გვინდა თუ არ გვინდა, სახლში მყოფი ადამიანების დიდი ნაწილი მათი მაყურებელია. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ დიდ თურქულ კინოინდუსტრიაში ყველაზე ნიჭიერ და ასევე ყველაზე ლამაზ ქალ მსახიობებს შორის ორი ქალბატონია, რომლებსაც ქართული წარმომავლობა აქვთ.

ნებახატ ჩეხრე - თურქული დრამის დედოფალი

სწორედ ასე უწოდებენ ამ ქალბატონს. 
ნებახატი 1944 წელს დაიბადა სამსუნში, თურქეთში. მამამისი, იურისტი იზეტ ჩეხრე ქართველი ლაზების შთამომავალი იყო - როგორც ცნობილია, თურქეთში არაერთი ლაზი ცხოვრობს. 
ნებახატის დედა
დიასახლისი იყო. საკმაოდ ადრე დაქვრივდა და ბავშვთან ერთად სამსუნიდან სტამბოლში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ იქ დაიწყო ნებახატის კარიერა. 
15 წლისამ სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და "მის თურქეთის" ტიტულიც მოიპოვა. შემდგომში ამ ტიტულმა გაუკვალა გზა როგორც მანეკენს და ფოტომოდელს. 
mshoblebi
ქალთა საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ასევე ქალთა საღამოს სკოლაში შეისწავლა ხელოვნება. 1962 წელს ჰქონდა დებიუტი კინოში, 70-იან წლებში კი მღეროდა კიდეც. 
mshoblebi
1964 წელს ფილმის გადაღებებზე გაიცნო ილმაზ გიუნეი და ცოლად გაჰყვა. თუმცა მალევე გაშორდა და შემდეგ კალათბურთელ იავუზ დემირს გაჰყვა ცოლად. მის გამო ნებახატმა მცირე ხანს კინოკარიერაც კი მიატოვა, თუმცა ეს ქორწინებაც დაირღვა. მსახიობს შვილი არც ერთ მეუღლესთან არ გაუჩნდა.
mshoblebi
მეორე ქმართან განქორწინების შემდეგ კინოში დაბრუნდა და დღემდე
აქტიურად მუშაობს. ყველაზე დიდი პოპულარობა, როგორც მსახიობს, მოუტანა სერიალ "დიდებულ საუკუნეში" შესრულებულმა როლმა.

შერიფ სეზერი - რთული ცხოვრებიდან კინოვარსკვლავობამდე

შერიფ სეზერი 1943 წელს დაიბადა თურქეთის ქალაქ მუდანიაში. მასაც ქართული, ლაზური ფესვები აქვს, მამის მხრიდან. საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრობდა ბავშვობაში, უმცროსი და დიფტერიით გარდაეცვალა და მშობლებიც მალე გაიყარნენ.
სკოლაში დაკომპლექსებული ბავშვი იყო, საკმაოდ მაღალი ტანისა და გამორჩეული გარეგნობის გამო. ასევე პრობლემებს უქმნიდა სახელი შერიფი - სკოლაში "ქალაქის შერიფს" ეძახდნენ. მოგვიანებით, როცა საფრანგეთში აღმოჩნდა, გარკვეული პერდი იქ შერიფის ნაცვლად შერიც კი დაირქვა.
mshoblebi
საკმაოდ ტრადიციულმა მამობილმა სკოლიდან მალე გამოიყვანა და ჭრა-კერვის კურსებზე შეიყვანა. შერიფმა გადაწყვიტა, მშობლიური ქალაქი დაეტოვებნა და სწავლა გაეგრძელებინა. ამ განზრახვაში დედამაც აუბა მხარი, მათ მთელი შეთქმულება მოიფიქრეს: შერიფმა

დედის დახმარებით შერიფმა განათლება მიიღო, ქალთა ინსტიტუტში ჩააბარა და წარჩინებთ დაამთავრა, მერე კი ანკარის სახელმწიფო თეატრში მოხვდა, ოჯახის წევრების უკმაყოფილების მიუხედავად.
შემდეგ გათხოვდა კიდეც და ქმართან ერთად პარიზში გაემგზავრა, სადაც მისი მეუღლე პოლიტიკურ მეცნიერებებს შეისწავლიდა. დროებით თეატრის მიტოვება მოუწია და პარიზში თავი რომ ერჩინა, კერვა დაიწყო მოდის სახლებისთვის.
mshoblebi
პარიზში დიდხანს არ გაჩერებულა - ახალგაზრდა თურქი გაიცნო, რომელთანაც რომანი გააბა და პარიზიდან თურქეთში მასთან ერთად დაბრუნდა, ქმარსაც გაეყარა...
1971 წელს გაჰყვა ცოლად აზმი არნას. კარგა ხანს ოფიციანტად მუშაობდა სტამბოლში და მხოლოდ 1980 წელს შედგა მისი დებიუტი კინოში, სრულმეტრაჟიან ფილმში. დებიუტს მალე მოჰყვა მისი აღიარება, მთავარი როლები სრულმეტრაჟიან ფილმებში და სერიალებში., ასევე თამაშობს თეატრში.
mshoblebi
ჰყავს ქალიშვილი დენიზ არნა, რომელიც ასევე მსახიობია.

mshoblebi
მსახიობ ქალიშვილთან ერთად

mshoblebi

altროგორია ახლა და რას საქმიანობ პირველი ყველაზე ცნობილი თურქული სერიალის ვარსკვლავი "ნარჩიტა"


alt10 წლის თურქი გოგონა, რომლის ნიჭიერება ყველას ხიბლავს და რომელსაც ზრდასრული ვარსკვლავებივით უხდიან ჰონორარებს


41721
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
მიხო პაპა
3
ყველაფერს მართალს ამბობ ..... გეთანხმები----- ქართველობა კი აი...... ძალიან, ძალიან მაგარია, ძალიან!!!!! და ცოდოა ის ქართველი ვინც ამას ვერა გრძნობს და არ იცის რომ ქართველობა ძალიან მაგარი რამეა......
18:29 / 05-04-2020
პაპა გიგია
1
ნამდვილი დემოკრატია აქ, ამ ინტერნეტ გაზეთში „მშობლები“ არის და იცით რატომ? რასაც დასწერთ, არანაირ ცენზურას არ გაივლის, მოდერატორი არ უზის სათავეში და მისი ნება არ არის, გაატაროს კომენტარი, თუ არა. სწორედ ამიტომ, ნამდვილი დემოკრატია და ხალახი სიმართლე, მხოლოდ აქ შეიძლება იყოს...... დიდი მადლობა ადმინისტრაციას და დიდი მადლობა მის ყველა თამანშრომელს. ღმერთი გფარავდეთ, უფალი იყოს თქვენი მიზნების, ნატვრის და ოცნების შემწე. ... .. დიდი მადლობა!!!
22:27 / 04-04-2020
მსგავსი სიახლეები