კორონავირუსის ტრაგიკული მსხვერპლი - მედძმამ შეყვარებული იმის გამო მოკლა, რომ ეგონა, ვირუსი გადასდო
კორონავირუსის ტრაგიკული მსხვერპლი - მედძმამ შეყვარებული იმის გამო მოკლა, რომ ეგონა, ვირუსი გადასდო
იტალიაში ხანგრძლივი კარანტინის პირობებში ადამიანების გარკვეულ ნაწილს ნერვები ღალატობს, უმუშევრობის და ელემენტარული სახსრების არქონის გამოც ნელ-ნელა დაიწყო ქვეყანაში ბუნტი. აღარ არის აივნებზე სიმღერები. ახლა ხალხი დასტრესილი და შეშინებულია, იმდენად არა ვირუსისგან, რამდენადაც სიღარიბისგან, რომელიც უმრავლესობას ელოდება...

სულ ცოტა ხნის წინ კი ტრაგიკული შემთხვევაც დაფიქსირდა. 
28 წლის იტალიელმა მედძმამ ანტონიო დე პაჩემ თავისი 27 წლის რჩეული, ასევე მედდა ლორენა კუარანტო დაახრჩო, რადგან გადაწყვიტა, რომ სწორედ გოგონამ გადასდო მას კორონავირუსი. მოგვიანებით გაირკვა, რომ არც ეჭვმიტანილს და არც მსხვერპლს ვირუსი არ დაუდასტურდათ -
ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. 
mshoblebi
შემთხვევა სიცილიაში მოხდა, ქალაქ მესინაში. ბიჭი თავს დაესხა გოგონას, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა და შემდეგ თავის მოკვლაც სცადა. მოგვიანებით პოლიციაში განაცხადა, რომ ჰქონდა ეჭვი, რომ გოგონამ მას კორონავირუსი გადასდო.

ისინი სიცილიაში ერთსა და იმავე კლინიკაში მუშაობდნენ და მუდმივი კონტაქტი ჰქონდათ პაციენტებთან. ანტონიო მედძმა იყო, გოგონა კი ექიმობას აპირებდა და პრაქტიკას გადიოდა კლინიკაში. გარდაცვალების შემდეგ მას ექიმის წოდება მიანიჭეს. 

11684
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (16)
თემო
0
მართლა ნუ წერთ ამდენ უბედურ ამბავს! ყველას ჩვენი გასაჭირი გვეყოფა!!! დაწერეთ სასიამოვნო და კარგი ამბავი
12:38 / 06-04-2020
ვინც ვარ, რაა
0
ნუ წერთ! საქართველოში კორონამდეც მაგრად აფრენდნენ, გეყოთ ამდენი, უფრო სწორად გვაკმარეთ, ამდენი ტყუილ-მართალი!
12:32 / 06-04-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?