"უშენოდ არაფერი ყოფილა და არც არაფერი იქნება" - ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა
"უშენოდ არაფერი ყოფილა და არც არაფერი იქნება" - ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა
ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, მწერალი ეკატერინე ტოგონიძე წერს:

"უშენოდ არაფერი ყოფილა და არც არაფერი იქნება. პირველ პირში ფიქრს დიდი ხანია გადავეჩვიე. ჩემი ყველა ფიქრი მეორე პირშია და ერთადერთი ადამიანისკენაა მიმართული. ეს არის ყოველწამიერი და უწყვეტი ფიქრი, როგორც არსებობა, როგორც სუნთქვა.
სუნთქვა იმ ერთადერთისთვის, რომლის გვერდზე დგომაც იყო პატივი.
რადგან ის არის ყველაზე სუფთა, კეთილი სული, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. იმაზე დიდი და ღირსეული, ვიდრე ადამიანს შეუძლია დაიტიოს.
ვერც ხალხის, ვერც
ცრემლის რაოდენობა ვერ გამოხატავს, ვერ დაეწევა, ვერ ამოავსებს უძირო ორმოს გულში. ზუსტად ვიცი, რამდენს გამოგეცალათ საყრდენი და როგორი შეუცვლელია ის უშრეტი სიყვარული, რომელსაც რატი წლებთან ერთად სულ უფრო მეტად გასცემდა. ამას აკეთებდა ყველასგან გამორჩეულად, რატისებურად. ასე რომ, მოსვლის გარეშე შეგიძლიათ უპასუხოთ სიყვარულით. გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს.
ისედაც ვიცი, ყველაფერი ვიცი...

შეხვედრამდე ჩემო ერთადერთო. მადლობა, რომ მე ამირჩიე.
შეხვედრამდე".
mshoblebi
38330
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
მერაბ
0
მიუხედავად იმისა არ ვიცნობდი და არ ვიცნობ მის ოჯახს,გულწრპელად ვიზიარებ რატის მეუგლისა და მისი ოჯახის ტკივლს.უფალს ებარებოდეს ქართველი ქრისტიანის სული.https://youtu.be/7F8Emt-BUOs
10:42 / 09-04-2020
ლევანი
2
ვუსამძიმრებ ოჯახს. უფალმა გაანათლოს.
19:57 / 07-04-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?