აღმოსავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდი 9 აპრილამდე გაგრძელდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განგვიცხადეს. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ასე გამოიყურება:
"დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში დღეს იწვიმებს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +10-15 გრადუსამდეა მოსალოდნელი, იგივე ტემპერატურაა მთაში, ხოლო მაღალ მთაში +10-12 გრადუსი. 8 და 9 აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურა +13-დან +18 გრადუსამდე მოიმატებს. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი 10 აპრილიდან. აღმოსავლეთ საქართველოში 7 და 8 აპრილს უმეტესად ღრუბლიანია ამინდია მოსალოდნელი, მაქსიმალური ტემპერატურა +5- +7 გრადუსი სითბო. მაღალმთიან რაიონებში მოთოვს და ხვალაც შენარჩუნდება ესეთი ამინდი. 8-9 აპრილს, ღამის საათებში, შიდა ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება ბარში -2,-4, მთაში -4,-6 გრადუსამდე. 9-10 აპრილიდან გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +15-დან +17 გრადუსამდე მოიმატებს. 11 აპრილიდან ისევ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი."- განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
რაც შეეხება თბილისს, უახლოესი 10 დღის პროგნოზი ასეთია:
თამარ იაკობაშვილი