ამერიკული პოლიცია რამდენიმე დღე უშედეგოდ ეძებდა კენედის ცნობილი ოჯახობის წევრებს, რომლებიც უგზოუკვლოდ დაიკარგნენ. მსოფლიო ისევ ალაპარაკდა "კენედების წყევლაზე".
40 წლის მეივ კენედი თაუნსენდ მაკკინი ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს და ჯონ კენედის ძმას რობერტ კენედის შვილიშვილად ერგება. რობერტი 1968 წელს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. ისევე, როგორც მისი ძმა, ამერიკის პრეზიდენტი ჯონ კენედი.
2 აპრილს მეივი თავის ვაჟთან - 8 წლის გიდეონთან ერთად პლაჟზე იყო. ქარმა მათი ბურთი ზღვაში ღრმად შეაცურა. დედა-შვილმა გადაწყვიტა, დამოუკიდებლად დადევნებოდნენ ბურთს და კანოეში ჩასხდნენ, რომელიც იქვე ნაპირთან იდგა. როცა დედა-შვილი არ დაბრუნდა, ახლობლებმა განგაში ატეხეს და მაშველებს უხმეს. სულ მალე მათ ნავი წყალში იპოვეს, გადაბრუნებული. დედა-შვილის კვალს კი იქ ახლოს ვერსად მიაგნეს. სავარაუდოდ, ისინი დაიხრჩვნენ.
5 აპრილს კენედების ოჯახის წევრები უგზოუკვლოდ დაკარგულებად გამოაცხადეს და მათი ძებნა შეწყვიტეს. ნთესავები შოკში არიან, საზოგადოებას კი კიდევ ერთხელ გაახსენდა "კენედების კლანის წყევლაზე". გავრცელებული ხმების თანამხად, მეოცე საუკუნის დასაწყისში მომავალი პოლიტიკური მოღვაწეების მამამ ჯო კენედიმ შეურაცხყოფა მიაყენა მოხუც ებრაელ რაბინს. ღვთისმსახური იმდენად განარისხა ამ კაცთან ჩხუბმა, რომ მთელი მისი გვარი დაწყევლა.
შარშან ზაფხულში გარდაიცვალა რობერტ კენედის 22 წლის შვილიშვლი სირშე - ნარკოტიკების დოზის გადაჭარბებით.