"ბავშვი განსაკუთრებით ცუდად იყო... გარანტია არ გაქვთ, რომ კორონა ვირუსს პატარა ადვილად გადაიტანს", - პინკი ყვება, თუ რა ძნელად გადაიტანა მისმა 3 წლის შვილმა ვირუსი
"ბავშვი განსაკუთრებით ცუდად იყო... გარანტია არ გაქვთ, რომ კორონა ვირუსს პატარა ადვილად გადაიტანს", - პინკი ყვება, თუ რა ძნელად გადაიტანა მისმა 3 წლის შვილმა ვირუსი
ამერიკელ მომღერალს პინკს და მის 3 წლის ვაჟიშვილს ახალი კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ახლახან მუსიკოსმა იმ მძიმე სიმპტომების შესახებ ისაუბრა, რაც მის შვილს, ჯეიმსონს აღენიშნებოდა კოვიდ19-ით ავადობისას. პინკთან ონლაინსაუბრის ჩანაწერი მწერალმა ჯენიფერ პასტილოფმა გაასაჯაროვა.
„ძალიან ცუდად ვიყავით, ჯეიმსონი განსაკუთრებით. ბევრი ღამე გავატარე ტირილში და არსდროს მილოცია იმდენი, რაც იმ რთული ღამეების დროს. პერიოდულად მახსენდებოდა ექიმების ნათქვამი, რომ ბავშვებს ადვილად გადაჰქონდათ ეს დაავადება. სინამდვილეში არანაირი გარანტია არ გაქვთ, ამისგან არავინაა დაცული. ჯეიმსონი ძალიან, ძალიან ცუ
დად იყო, სამი კვირის განმავლობაში ვაწარმოებდი დღიურს მის მდგომარეობაზე და უკეთესობა არ იყო. სამი კვირის მერეც 37,7 აქვს სიცხე“ - აცხადებს პინკი.
მისი თქმით, მისი ოთხსულიანი ოჯახიდან მხოლოდ ის და ჯეიმსონი დაავადნენ.
„ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში ხდება რაღაც ისეთი, რის წინაშეც უძლურები ვართ. დღეს კი მთელი მსოფლიო ამ მდგომარეობაშია, ვერსად გაიქცევი“ - ამბობს ის.
პინკმა თავის დიაგნოზი 4 აპრილს გაასაჯაროვა. მისი ოჯახის ყველა წევრმა ორკვირიანი კარანტინი გაიარა. ამ დროისთვის მომღერალი სრულიად ჯანმრთელია, მისი ბიჭუნაც თავს ბევრად უკეთ გრძნობს.
626
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი