ამერიკელ მომღერალს პინკს და მის 3 წლის ვაჟიშვილს ახალი კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ახლახან მუსიკოსმა იმ მძიმე სიმპტომების შესახებ ისაუბრა, რაც მის შვილს, ჯეიმსონს აღენიშნებოდა კოვიდ19-ით ავადობისას. პინკთან ონლაინსაუბრის ჩანაწერი მწერალმა ჯენიფერ პასტილოფმა გაასაჯაროვა.
„ძალიან ცუდად ვიყავით, ჯეიმსონი განსაკუთრებით. ბევრი ღამე გავატარე ტირილში და არსდროს მილოცია იმდენი, რაც იმ რთული ღამეების დროს. პერიოდულად მახსენდებოდა ექიმების ნათქვამი, რომ ბავშვებს ადვილად გადაჰქონდათ ეს დაავადება. სინამდვილეში არანაირი გარანტია არ გაქვთ, ამისგან არავინაა დაცული. ჯეიმსონი ძალიან, ძალიან ცუდად იყო, სამი კვირის განმავლობაში ვაწარმოებდი დღიურს მის მდგომარეობაზე და უკეთესობა არ იყო. სამი კვირის მერეც 37,7 აქვს სიცხე“ - აცხადებს პინკი.
მისი თქმით, მისი ოთხსულიანი ოჯახიდან მხოლოდ ის და ჯეიმსონი დაავადნენ.
„ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში ხდება რაღაც ისეთი, რის წინაშეც უძლურები ვართ. დღეს კი მთელი მსოფლიო ამ მდგომარეობაშია, ვერსად გაიქცევი“ - ამბობს ის.
პინკმა თავის დიაგნოზი 4 აპრილს გაასაჯაროვა. მისი ოჯახის ყველა წევრმა ორკვირიანი კარანტინი გაიარა. ამ დროისთვის მომღერალი სრულიად ჯანმრთელია, მისი ბიჭუნაც თავს ბევრად უკეთ გრძნობს.