"ეცადეთ იძინოთ მუცელზე, ეს წამალზე უკეთესია ფილტვების დასაცავად" - აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმის რჩევები, COVID-19-ის მსუბუქ ფორმასთან საბრძოლველად
"ეცადეთ იძინოთ მუცელზე, ეს წამალზე უკეთესია ფილტვების დასაცავად" - აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმის რჩევები, COVID-19-ის მსუბუქ ფორმასთან საბრძოლველად
ექი­მი-კარ­დი­ო­ლო­გი ნანა გე­გეჭ­კო­რი, რო­მე­ლიც უკვე 20 წე­ლია აშშ-ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს, კა­ტე­გო­რი­უ­ლად აფრ­თხი­ლებს ადა­მი­ა­ნებს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მსუ­ბუ­ქი ფორ­მის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­მა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა მი­მარ­თონ მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ მკურ­ნა­ლო­ბას, მით უმე­ტეს, თვით­ნე­ბუ­რად, ექი­მის მი­თი­თე­ბის გა­რე­შე.

გე­გეჭ­კო­რი 5 წე­ლია ნიუ-იორკში, The Mount Sinai-ის სა­მე­დი­ცი­ნო ქსე­ლის ჰოს­პი­ტალ­ში, კარ­დი­ო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ობს და იმ შე­კი­თხვებს პა­სუ­ხობს, რაც მის პა­ცი­ენ­ტებს და არამ­ხო­ლოდ პა­ცი­ენ­ტებს, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით უჩ­ნდე­ბათ.

გთა­ვა­ზობთ ვრცელ პოსტს, რო­მე­ლიც ნანა გე­გეჭ­კორ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა:
"რაც ეს ეპი­დე­მია და­ი­წყო, ყო­ველ­დღე ვე­სა­უბ­რე­ბი უამ­რავ უც­ნობ ადა­მი­ანს.
ვცდი­ლობ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვუ­პა­სუ­ხო მათ კი­თხვებს და და­ვეხ­მა­რო და­ა­ვა­დე­ბის სახ­ლში მარ­თვა­ში (თუ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას არ სა­ჭი­რო­ე­ბენ).
ძა­ლი­ან ხში­რად ვა­წყდე­ბი შემ­თხვე­ვებს, როცა თვით­ნე­ბუ­რად ღე­ბუ­ლო­ბენ სხვა­დას­ხვა ან­ტი­ბი­ო­ტი­კებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ორი ცნო­ბი­ლი ან­ტი­ბი­ო­ტი­კის კომ­ბი­ნა­ცი­ას (სა­ხე­ლებს შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვწერ, რომ ვინ­მეს არ გა­უჩ­ნდეს მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი). გთხოვთ ნუ იზამთ ამას! კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ მე­დი­კა­მენ­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბა სუნ­თქვის მძი­მე უკ­მა­რი­სო­ბა და არის ჟანგბად­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ან მარ­თვით სუნ­თქვა­ზე. სხვა შემ­თხვე­ვა­ში არა­ნა­ირ მე­დი­კა­მენტს არ ვი­ყე­ნებთ!

მე­ტიც, ორი­ვე ამ ცნო­ბილ წა­მალს ახა­სი­ა­თებთ მძი­მე გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი, მათ შო­რის სიკ­ვდი­ლის რის­კის­შემ­ცვე­ლი არით­მია, ე.წ პარ­კუ­ჭო­ვა­ნი ფიბ­რი­ლა­ცია. არ მი­ი­ღოთ ეს წამ­ლე­ბი ექი­მის ნე­ბარ­თვის
გა­რე­შე, გთხოვთ! ჩემს კო­ლე­გებს კი ვთხოვ­დი, ნუ გა­მო­წერთ ამ წამ­ლებს სახ­ლის პი­რო­ბებ­ში.

კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მსუ­ბუქ ფორ­მებს არ სჭირ­დე­ბა არა­ნა­ი­რი მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა! ასე­თი ფორ­მე­ბის მარ­თვის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პე­ბია:

1. აღ­რი­ცხეთ სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის პირ­ვე­ლი დღე.

2. ყუ­რა­დღე­ბით და­აკ­ვირ­დით სიმპტო­მებს და ყო­ვე­ლი ახა­ლი სიმ­ტო­მის გა­მოვ­ლე­ნა ასე­ვე აღ­ნიშ­ნეთ (ეს ექიმს და­ეხ­მა­რე­ბა და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა­ში).

3. მი­ი­ღეთ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე­ე­ბი.

4. ეცა­დეთ იკ­ვე­ბოთ სრულ­ფა­სოვ­ნად, რამ­დე­ნა­დაც მო­ა­ხერ­ხებთ. და­ა­ვა­დე­ბას ახა­სი­ა­თებს ყნოს­ვის და გე­მოს გაქ­რო­ბა და შე­იძ­ლე­ბა კვე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო არ იყოს, მაგ­რამ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის­თვის, რომ ელექტრო­ლი­ტუ­რი ბა­ლან­სი არ და­ირ­ღვეს და დე­ჰიდ­რა­ტა­ცია არ მოხ­დეს.

5. თუ სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ იზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბე­ბის დაც­ვით, გა­ა­ტა­რეთ დრო სუფ­თა ჰა­ერ­ზე (ეზო­ში ან აი­ვან­ზე, ნუ ისე­ირ­ნებთ იქ, სა­დაც სხვე­ბი სე­ირ­ნო­ბენ).

6. ეცა­დეთ იძი­ნოთ მუ­ცელ­ზე, ეს გან­სა­კუ­თე­ბით იმათ ეხე­ბა, ვი­საც ხვე­ლა ან სუნ­თვის უკ­მა­რი­სო­ბა აქვს გა­მო­ხა­ტუ­ლი. მუ­ცელ­ზე ძილი (ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ფრო­ნინ­გი) წა­მალ­ზე უკე­თე­სი სა­შუ­ა­ლე­ბაა ფილ­ტვე­ბის და­სა­ცა­ვად. ფრო­ნინ­გი არაა რე­კომ­დე­ნი­რე­ბუ­ლი სიმ­სუქ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის­თვის. ამ ჯგუფ­ში ხში­რად, უარ­ყო­ფით შე­დეგ­საც კი ვღე­ბუ­ლობთ.
განაგრძეთ კითხვა
818
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი