"ამას ვამ­ბობ დიდი დარ­წმუ­ნე­ბით" - თენგიზ ცერცვაძე ინფიცირების სამომავლო მაჩვენებელზე
"ამას ვამ­ბობ დიდი დარ­წმუ­ნე­ბით" - თენგიზ ცერცვაძე ინფიცირების სამომავლო მაჩვენებელზე
"ჩემი ვარაუდით, საქართველოში ინფიცირების შემთხვევათა ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს ათასს" - თენგიზ ცერცვაძე
თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 1000 პა­ცი­ენტს არ გა­და­ა­ჭარ­ბებს.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ფიქ­სირ­დე­ბა შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა, მაგ­რამ არც ერთ დღეს არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა 20 ახალ შემ­თხვე­ვა­ზე მეტი. ეს შიდა გა­და­ცე­მის, ანუ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის სტა­დი­ის­თვის, არის ძა­ლი­ან ცოტა. ყვე­ლა სხვა ქვე­ყა­ნა­ში დღე­ში 500 და მეტი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა, ჩვენ­თან კი ორ ათე­ულ შემ­თხვე­ვას არ გა­დას­ცი­ლე­ბია.

ჩემი პროგ­ნო­ზით, ვერ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ამ სი­ტუ­ა­ცი­ას ბო­ლომ­დე - დღეს თუ ორი ათე­უ­ლია, ხვალ შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს სამი ათე­უ­ლი
და მეტი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იქნე­ბა ასზე მეტი შემ­თხვე­ვა დღე­ში. ამას ვამ­ბობ დიდი დარ­წმუ­ნე­ბით, ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის დი­ნა­მი­კა მაჩ­ვე­ნებს ამას. მა­გა­ლი­თად, მარ­ნე­ულ­ში და­ფიქ­სირ­და უკონ­ტრო­ლო შიდა გავ­რცე­ლე­ბა, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად ჩქა­რა იქნა აღ­კვე­თი­ლი, რომ მან ვერ მო­ას­წრო ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბა და რე­გი­ო­ნი­დან სულ 2 ან სამი ათე­უ­ლი შემ­თხვე­ვა წა­მო­ვი­და. იგი­ვე სა­მეგ­რე­ლო­ში და სხვა რე­გი­ო­ნებ­ში. ანუ შიდა გავ­რცე­ლე­ბის ლო­კა­ლი­ზე­ბა ხდე­ბა იქამ­დე, სა­ნამ ის მო­ას­წრებს ჭეშ­მა­რი­ტად შიდა გავ­რცე­ლე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩემი ვა­რა­უ­დით შემ­თხვე­ვა­თა ჯა­მუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა, არ გა­და­ა­ჭარ­ბებს ათასს ან იქ­ნე­ბა ათა­სის და 2 000-ის ფარ­გლებ­ში, როცა ჩვენ­ზე პა­ტა­რა ქვეყ­ნებ­ში 10 000 შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა. ჩემი პროგ­ნო­ზით, ორ-სამ კვი­რა­ში იქ­ნე­ბა პიკი" -
გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.
9602
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
meme
0
ვაიმე 10 დღის უკან 2 კვირაში იქნება პიკიო. ეხლა 7 აპრილ 2-3 კვირაშიო. ესენი მაისის ბოლომდე დაგვტოვებენ სახლში.
19:41 / 07-04-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი