"ბაღში რომ დავდიოდი, ერთ-ერთი, რაც მიყვარდა, იყო... აი, დავუბრუნდი ბავშვობას..." - სურვილი, რომელიც კარანტინში აისრულა ნინო ჩხეიძემ
"ბაღში რომ დავდიოდი, ერთ-ერთი, რაც მიყვარდა, იყო... აი, დავუბრუნდი ბავშვობას..." - სურვილი, რომელიც კარანტინში აისრულა ნინო ჩხეიძემ
კორნავირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა და ქართველი მედიკოსები მოქალაქეებს სოციალური დისტანცირებისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
ნინო ჩხეიძე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც  საყოველთაო კარანტინის გამოცხადებამდე იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. მომღერალმა ისრაელიდან დაბრუნებისთანავე  თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ს მიმართა. ახლა, როგორც ჩანს, სახლში ყოფნას შეჩვეული, თავშესაქცევ საშუალებებს პოულობს, ცდილობს ეს პერიოდი იოლად გადალახოს და სხვებსაც მოუწოდებს სახლში ყოფნით არ მოიწყინონ:
"ბაღში რომ დავდიოდი, ერთ-ერთი, რაც მიყვარდა, იყო გაფერადება, მაგრამ ვერასდროს ვახერხებდი, რომ თეთრი წერტილები არ დამრჩენოდა და სულ ნერვები მეშლებოდა. აი, დავუბრუნდი ბავშვობას და იმედი მაქვს, ამ პერიოდში ხელს
დავხვეწავ და კარანტინის დამთავრებდე სუფთად გავაფერადებ.
#დარჩისახლში#არმოიწყინო", - წერს ნინო ჩხეიძე სოციალურ ქსელში.
1501
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?