მარიამ სირბილაძე, რომელიც საზოგადოებამ კიბოსთან მისი მედგარი ბრძოლით გაიცნო, ამჟამად იტალიაშია. როგორც ის წერს, საბოლოო კვლევებმა და თერაპიებმა ცხადყო, რომ სრულიად გამოჯანმრთელებულია. მარიამი ახალ ფოტოს და სასიხარულო ამბავს უზიარებს გულშემატკივრებს:
"აქ არ ჩანს ჩემი გახარებული სახე, მაგრამ სიხარულით გამცნობთ, რომ
დ ა ს რ უ ლ დ ა ! ! !
ეს გაუთავებელი გადასხმები, თარგეტთერაპია დასრულდა და თავისუფალი ვარ, აღარ მჭირდება! ჯანმრთელი ვარ!
კორონაჟამიაობა რომ არა, ჩემს დაქალებს დავურეკავდი და ძაააან დავთვრებოდით.
ძალიან ბევრი რამე მინდა დავწერო, მაგრამ ვერ ვწერ. უბრალოდ იმდენად ხანგრძლივი და დამღლელი იყო ეს ყველაფერი, მეგონა, მასთან ერთად უნდა მეცხოვრა, ბოლო არ უჩანდა არასდროს.
ოპერაციაც აღარ მეჩვენება, ვინ იცის რად, ყველაფერი სრულდება ადრე თუ გვიან, ყველაფერი ლაგდება ისე, როგორც ჩვენ გვსურს. მთავარია გვინდოდეს.
ორი წელი ვიბრძოლე და მივიღე ის, რაც ყველაზე ძალიან მინდოდა - ჯანმრთელობა და სიცოცხლე.
მადლობა ყველას, ყველას, ვინც ეს პერიოდი ჩემთან ერთად გადააგორეთ, გვერდით მედეგით და მამხნევებდით".