კორონავირუსის ახალი ტიპი, COVID-19 ძირითადად ინფიცირებულთან ახლო კონტაქტისას ვრცელდება - მაშინ, როცა ვესაუბრებით ახლო მანძილზე, როცა ის ჩვენს სიახლოვებს ახველებს, ან აცემინებს.
თუმცა, მხოლოდ ეს არ არის - კორონავირუსით დაინფიცირების წყარო, შესაძლოა, ის ზედაპირიც გახდეს, რომელზეც ვირუსი მოხვდება - მაგალითად, ფული, კიბის მოაჯირი ან ლიფტის ღილაკები... დაინფიცირდებით, თუ ხელს ჯერ ასეთ ზედაპირს, ხოლო შემდეგ სახეს, თვალს, ან ცხვირს შეახებთ. სწორედ ამიტომ აქვს ხელების ჰიგიენას განსაკუთრებული მნიშვნელობა.
რა განაპირობებს COVID-19-ის გამძლეობას და რამდენ ხანს ცოცხლობს ის სხვადასხვა სახის მყარ ზედაპირზე?
ზედაპირზე კორონავირუსის გამძლეობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, გადამწყვეტი ფაქტორებია ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა და ზედაპირის სახეობა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე ჩატარდა რამდენიმე კვლევა. გაგაცნობთ ექსპერტების მიერ ყველაზე სანდოდ მიჩნეული კვლევების შედეგებს, რომელსაც გამოცემა Business Insider აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, 2 აპრილს ჟურნალ The Lancet Microbe-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, COVID-19 ქაღალდის ზედაპირიდან 3 საათში გაქრა. 2 დღე გაძლო მან ხისა და ტანსაცმლის ზედაპირზე, 4 დღე მინაზე და ქაღალდის ფულზე (შენიშვნა: ის, თუ რატომ ძლებს COVID-19 ქაღალდის ფულზე უფრო მეტხანს, ვიდრე ჩვეულებრივ ქაღალდზე, ჯერ კიდევ შესწავლის საგანია)
მკვლევარების მიერ შემოწმებულ მასალებს შორის, კორონავირუსმა ყველაზე დიდხანს - 7 დღე გაძლო სამედიცინო პირბადის გარე ზედაპირზე. განაგრძეთ კითხვა