"ვგეგ­მავ მე­ო­რე და მე­სა­მე შვი­ლის გა­ჩე­ნას..." - იზოლაციაში მყოფი ქეთა თოფურია გულახდილად პასუხობს შეკითხვებს
"ვგეგ­მავ მე­ო­რე და მე­სა­მე შვი­ლის გა­ჩე­ნას..." - იზოლაციაში მყოფი ქეთა თოფურია გულახდილად პასუხობს შეკითხვებს
მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის დროს, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი მა­ყუ­რე­ბელ­თან ფაქ­ტობ­რი­ვად უსაქ­მოდ დარ­ჩნენ, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ლაივ ჩარ­თვებს სთა­ვა­ზო­ბენ.

ბოლო დროს, "ინ­სტაგ­რამ­ზე" ერ­თგვა­რი "ჩე­ლენ­ჯია" - "მკი­თხე რაც გინ­და". ვარ­სკვლა­ვე­ბი "მიმ­დევ­რე­ბის" მიერ დას­მულ კი­თხვებს პა­სუ­ხებს "სთო­რე­ბის" სა­შუ­ა­ლე­ბით სცე­მენ.

სწო­რედ ასე გა­ა­ხა­რა მოს­კოვ­ში, იზო­ლა­ცი­ა­ში მყოფ­მა ქეთა თო­ფუ­რი­ამ ფა­ნე­ბი და მათ კი­თხვებს სი­ა­მოვ­ნე­ბით უპა­სუ­ხა. ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ვარ­სკვლა­ვი პირ­ველ ქმარს ლევ გე­იხ­მანს წლე­ბია და­შორ­და, წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი ოლი­ვია ჰყავთ. ქე­თას მე­ო­რე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი რო­მა­ნი ჰქონ­და რე­პერ გუ­ფის­თან, რო­მელ­საც ღა­ლა­ტის გამო სკან­და­ლუ­რად და­შორ­და. ამ­ჟა­მად მისი რჩე­უ­ლი
35 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი და დიპ­ლო­მა­ტი ლევ ძენ­გო­ვია.

- ერთი თვეა სახ­ლში ვზი­ვარ, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, თუმ­ცა თა­ვი­დან და­ვის­ვე­ნე და მომ­წონ­და. მოს­კოვ­ში კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი არ არის, მაგ­რამ ვზი­ვართ სახ­ლებ­ში და მხო­ლოდ ეზო­ებ­ში გა­მოვ­დი­ვართ. არ­სად არ დავ­დი­ვართ.

- ოლი­ვია რო­გორ არის?
- ოლი­ვია ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ყვე­ლა­ზე კარ­გად არის. ის ნორ­ჩი ბლო­გე­რია, ხა­ტავს, ამ­ზა­დებს მი­სა­ლოც ბა­რა­თებს. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მომ­ყავს, რა­ღა­ცე­ბს ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კობს. ასე­ვე ვგეგ­მავ მე­ო­რე და მე­სა­მე შვი­ლის გა­ჩე­ნას. განაგრძეთ კითხვა
3628
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?