შეგახსენებთ, რომ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, 6 აპრილს გამოვიდა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მიერ მომზადებული სერიის მე-6 ტომი, „დიაბეტი“. 13 აპრილს ჩვენი მკითხველი ელოდება ბიბლიის განმარტებების მე-8 ტომს. 20 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მკითხველი, ტრადიციულად, განსაკუთრებულ საჩუქარს მიიღებს. ამ დღისთვის საგანგებოდ მომზადდა პავლე მოციქულის ეპისტოლენი, რომელიც ტყავის სპეციალურ ჩანთა-ყდაშია ჩასმული და ოქროს გრავირებითაა გაფორმებული, ხოლო 27 აპრილს, ქართველი მეფეების სერიაში, ლეონ II გამოვა.
რაც შეეხება ჟურნალ „გზას“, 9 აპრილს გამოვა პოპულარული ქართველი ავტორის, რამაზ გიგაურის, „წარმატების 365 გასაღების“ მე-9 ტომი, ხოლო 16 აპრილს, „მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების“ სერიაში 24-ე ტომი - იუგოსლავიური ზღაპრები. 23 აპრილს კი, „ტოპ თრილერის“ სერიაში, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ავტორების თრილერის ჟანრის წიგნებს აერთიანებს, ისინი, ვისაც უჩვეულო, ჩახლართული და საშიში სიუჟეტები იზიდავს, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თრილერს, რობერტ გელბრეითის (ჯოან როულინგი) „ბოროტების სამსახურში“, მიიღებენ.
აპრილიდან, ჟურნალ „საბავშვო კარუსელთან“ ერთად, დაიწყო ახალი პროექტი, „ზღაპრების კარუსელი“, რომლის პირველი წიგნი - „გვრიტი და სხვა ზღაპრები“ - უკვე მიიღო მკითხველმა. მაისის ნომერში ჟურნალში „პინოქიო და სხვა ზღაპრები“ დაგხვდებათ.
ჩვენი მკითხველების თხოვნით, გიზიარებთ იმ ობიექტების სიასა და მისამართებს, სადაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შეგიძლიათ, შეიძინოთ ჩვენი წიგნები პრესასთან ერთად.
„ელვამარკეტების ქსელმა“, რომელიც თბილისსა და რუსთავშია, მოგვაწოდა მისამართების სია და თავისი კონსულტანტების ტელეფონის ნომრები. დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ სახლიდან გასვლამდე, დაურეკოთ თქვენთან ახლომდებარე ფილიალის კონსულტანტს და გადაამოწმოთ, აქვს თუ არა თქვენთვის სასურველი სერიული გამოცემა ადგილზე. ეს ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ, რაც შეიძლება, შევზღუდოთ გარეთ სიარული და დავრჩეთ სახლში.
ელვამარკეტების ჩამონათვალი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ წიგნები
გამომცემლობა „პალიტრა L“ კვლავაც შეეცდება, დაგეხმაროთ დროის საინტერესოდ და სასარგებლოდ გატარებაში.
#დარჩისახლში და იმოგზაურე შეუზღუდავად დროსა და სივრცეში ჩვენს წიგნებთან ერთად.
#კითხვაგვაერთიანებს