"ერთი კვირის წინ ძალიან მძიმედ იყო... შეტევებიც ჰქონდა" - ზურა ხაჩიძემ მეუღლის მდგომარეობაზე ისაუბრა
"ერთი კვირის წინ ძალიან მძიმედ იყო... შეტევებიც ჰქონდა" - ზურა ხაჩიძემ მეუღლის მდგომარეობაზე ისაუბრა
"ფორტუნა პლუსის" გადაცემა "ვიზიტორის" ონლაინსტუმარი იყო ზურა ხაჩიძე, რომელიც მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემდეგ თვითიზოლაციაში გადავიდა. მომღერალმა გიგა ბატკუაშვილის საავტორო რუბრიკაში რადიოს მსმენელს უამბო მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მისი თქმით, ხათუნა ჟორდანიას მდგომარეობა ერთი კვირის წინ მძიმე იყო.
"ერთი კვირის წინ ძალიან მძიმედ იყო, არ მიყვარს ხოლმე ამის გაჟღერება, მაგრამ ქიმიოთერაპიის შემდეგ მძიმედ არის ხოლმე. უკვე 6 ქიმიოთერაპია ჩაუტარდა და მოგეხსენებათ, რა მძიმე პრეპარატების გადასახმა მიმდინარეობს. ამიტომ ურთულდება ხოლმე მდგომარება. 2-3 დღეა წამოდგა, თავისი ხელითაც გვიკეთებს საჭმელს. იღიმის, უფრო შემტევ ხასიათზეა. მადლობა
ღმერთს, ანალიზების პასუხებიც კარგია. იმედია, გავიმარჯვებთ ამ ვერაგ დაავადებაზე, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. ვერ წარმომიდგენია მის გარეშე სიცოცხლე და ვერც ის, რომ ხათუნა ამას ვერ დაამარცხებს. თუმცა გასული კვირა ძალიან მძიმე იყო, შეტევებიც ჰქონდა" - განაცხადა ზურა ხაჩიძემ "ფორტუნა პლუსის" ეთერში.
7116
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
გვიყვარხართ! ლაშხების ოჯახი
2
ზურა და ხათუნა! ჩვენს ოჯახს ძალიან უყვარხართ, ჯერ თუნდაც იმის გამო, რომ ხართ კარგი ქართველები, პატრიოტები ქვეყნის, ხართ მორწმუნეები, გიყვართ საქართველო უზომოდ და რაც მთავარია ხართ ორივენი ლამაზები და ძალიან სასიმოვნო წყვილნი! ხათუნას გამოჯამრთელებას ვუსურვებთ! ზურას კი, ხათუნას მალე დაბრუნებას ოჯახში!
21:11 / 10-04-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?