სალომე სოხაძე ორი თვის წინ AMBEBI.GE-ს მკითხველმა სხვა კუთხით გაიცნო. ის თავის ცხოვრებაზე გვიყვებოდა, რომელსაც წლებია უკვე ალოპეციასთან ერთად ატარებს. მაშინ სალომემ ინტერვიუს დროს გვითხრა, რომ სურვილი ჰქონდა, ის ადამიანები ფსიქოლოგიურად გაემხნევებინა, რომლებიც თმების გარეშე ცხოვრობენ.
ამჯერად სალომე ისევ ჩვენი რესპონდენტია, მაგრამ დედაზე, პროფესორ თამარ გეგეშიძეზე გვიყვება, რომელიც ამჟამად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში Covid-19-ით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობს და ამის გამი ოჯახს დიდი ხანია დაშორდა.
- დედა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორია. იმ საქმეს ემსახურება რაც ყველაზე ძალიან უყვარს. ჩემთვის დედა წარმოუდგენელია მისი პროფესიის გარეშე. გაგიკვირდებათ, მაგრამ მგონი ყველა პაციენტის სახელი, გვარი და ისტორია ახსოვს. არ ვიცი, როგორ აგიხსნათ, მაგრამ მისი პაციენტებისგან ვიგებთ ხოლმე მე და ჩემი ოჯახის წევრები, (მოგეხსენებათ საქართველო პატარაა), რომ საოცარი ურთიერთობა აქვს თითოეულ მათგანთან, ყურადღებიანი, გულისხმიერი, თბილი, ძალიან საყვარელი და ერთდროულად ნებისმიერი "ურჩი" პაციენტის "მომთვინიერებელი" - ეს მათი სიტყვებია - ჩემი არა. ჩემი გადმოსახედიდან კი ალბათ ეს არის ნიჭი და აი რომ ამბობენ - მოწოდებით ექიმიაო - აი, ეგ არის.
კოვიდის შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად იყო. ვხვდებოდით, რომ უფრო დიდ საფრთხესთან გვქონდა საქმე. მაგრამ, ახლა ჩემ ოჯახზე იმდენად არ ვნერვიულობ. ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებ და ვცდილობ დამატებით არ ვანერვიულო, ისედაც ასეთ სიტუაციაში მყოფი თამრიკო. ის ეხლა ეპიცენტრშია, ზუსტად ვიცი, როგორი სტრესის და ნერვიულობის ფონზე უწევს მუშაობა. რამდენ რამეზე ფიქრობს. ყოველი ჩვენი კომუნიკაცია (ცხადია ინტერნეტით) აცრემლებული თვალებით მთავრდება. განაგრძეთ კითხვა