გამოკითხვაში, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L-მა" რამდენიმე დღის წინ დაიწყო, უკვე 10 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო.
გამომცემლობამ გადაწყვიტა, ამჯერად, პრესასთან ერთად, სპეციალურ ფასად გახადოს ხელმისაწვდომი ბოლო წლების ბესტსელერები - წიგნები, რომლებიც, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინარჩუნებს პოპულარობას; მკითხველს კი, მისცა შესაძლებლობა, თავად აირჩიოს სასურველი ლიტერატურა.
გამოკითხვის შედეგები, ამჟამინდელი მონაცემებით, ასეთია:
1. ელიფ შაფაქის "სიყვარულის ორმოცი წესი";
2. ჯერომ სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში";
3. აგათა კრისტის "მკვლელობა ანბანის მიხედვით";
4. სუადი "ცოცხლად დამწვარი";
5. ჯეინ ოსტინის "გონება და გრძნობა".