გარდა ამისა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს ბაზრის ადმინისტრაციამ, რომ ფუნქციონირება შეძლონ:
აგრარული ბაზარი, მიუხედავად იმისა, დახურულ სივრცეშია განთავსებული თუ ღია სივრცეში, მკაცრად იქნება გამიჯნული შესასვლელი და გამოსასვლელი, სათანადო სავალდებულო ნიშნების მითითებით; უნდა უზრუნველყონ ტერიტორიის დასუფთავება და დეზინფექცია. ასევე, აღრიცხონ ჩატარებული სამუშაო. ბაზრის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე საკმარისი რაოდენობის ხელსაბანის და საპირფარეშოს არსებობა, რომლებიც უნდა დასუფთავდეს შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით. სამუშაოს დაწყების წინ უნდა მოხდეს მოვაჭრე პერსონალის იდენტიფიკაცია, შესაბამისი პირადობის მოწმობის მოთხოვნით და გააკონტროლონ მათი ჯანმრთელობა, მათ შრის, გაუზომონ სიცხე. უნდა უზრუნველყონ სოციალური დისტანცია არანაკლებ 2 მეტრი მანძილისა. აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე არ უნდა დაუშვან მყიდველები, რომლებსაც არ ექნებათ პირბადე და ხელთათმანი. ხოლო გამოყენებული პირბადე და ხელთათმანები უნდა მოათავსონ დახურულ კონტეინერში. ბაზრის ტერიტორიაზე სატვირთო და მსუბუქი მანქანის შესვლისათვის განახორციელონ მათი რეცხვა და სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. სავაჭრო პავილიონებში და ვიტრინებში, სადაც ხდება ხორცისა და რძის ნაწარმის რეალიზაცია, დაცული უნდა იქნეს შენახვის პირობები და ტემპერატურული რეჟიმები. იმ შემთხვევაში, თუ ბაზრის ტერიტორიის მცირე სივრციდან გამომდინარე ვერ ხერხდება ყველა მოვაჭრის ერთდროულად განთავსება, ბაზრის დირექციამ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით, უნდა წარმოადგინოს გეგმა-გრაფიკი და გაიმიჯნოს სხვადასხვა პროდუქტებით ვაჭრობა დღეების მონაცვლეობით, მაგალითად, ერთ 3 დღეს განთავსდეს მხოლოდ ხილი და ბოსტნეული მომდევნო დღეს ხორცი, ყველი და ა.შ თამარ იაკობაშვილი