რამდენიმე თვის წინ, ლულუ კახიანისა და გიორგი გვარჯალაძის შვილმა, ლენო გვარჯალაძემ სიცოცხლე თვთიმკვლელობით დაასრულა. დღეს ლენო 16 წლის გახდებოდა. მის გარეშე დამდგარ მე-16 დაბადების დღეს, ლულუ დიდი გულისტკივილით ეხმაურება:
"1 მაისი შენი დაბადების დღეა, დე.
მახსოვს, როგორ მინდოდა, რომ სწორედ მაისში დაბადებულიყავი და არა აპრილში, როგორც ექიმი ამბობდა. და ასეც მოხდა. ჩვენ შორის მხოლოდ 2 კვირაა განსხვავება. წლებს აღარ ვითვლი... შენ სულ იქნები 15 წლის. კალენდრის მიხედვით კი დღეს 16 წლის გახდი. დრო გაჩერდა და არაფერი იცვლება.
ლენო, მინდოდა, რომ საუკეთესო ცხოვრება გქონოდა, ჩემზე მაგარი მინდოდა ყოფილიყავი და ჩემზე ძლიერიც. უსასრულოდ მიყვარხარ და ერთადერთი ოცნება შენი დაბრუნებაა, მენატრები ტკივილამდე და არ ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვრო ამ ტკივილით. ადამიანის გული განა ყველაფერს უძლებს..
ჩემო სიცოცხლე, ბურტყო, გილოცავ დაბადების დღეს. შენ ყოველთვის იქნები ჩემი პატარა... მეამბოხე სული. მიყვარხარ, ლენო! Your "მაზერ", როგორც მეძახდი და შენი ხმა გამუდმებით ჩამესმის ყურში..."
თეკლა ჟვანია