ესთეტიკური მედიცინა რომ აზიაში ძალიან პოპულარულია, ყველამ იცის, მაგრამ ამ ფონზეც კი ზოგიერთები მაინც ახერხებენ მსოფლიოს გაოცებას. ჩინეთში ყველაზე პოპულარულარულობით სარგებლობენ ბლოგერები, რომლებიც ზემეტად არიან პლასტიკური პროცედეურებით გატაცებულნი. მათ მთლიანად მოხარხეს გარეგნობის ტრანსფორმირება. ერთ-ერთი მათგანია 30 წლის ბუ სიაოჩენი.
ბოლო 15 წლის განმავლობაში ახალგაზრდა ქალმა ასზე მეტი პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა.
ასაკი ნუ გაგიკვირდებათ - ჩინეთში ბავშვებსაც კი შეუძლიათ პლასტიკური ოპერაციის გაკეთება. ბუს პატარაობიდანვე ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ჰორმონებს წლების განმავლობაში იღებდა. 14 წლის ასაკში გამოჯანმრთელდა, მაგრამ წონაში საკმაოდ მოიმატა. დედამ გოგონას გახარება გადაწყვიტა და თეძოების ლიპოსაქცია ჩაუტარა.
"ოპერაციის შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვიყავი, უფრო გავლამაზდი და მივხვდი, ქირურგიული ჩარევით შემეძლო ყველას ყურადღების ცენტრში მოვხვედრილიყავი. მაგრამ მერე თანდათან დავივიწყე იმაზე ფიქრი, თუ რას ამბობდნენ ჩემზე სხვები და პლასტიკურ ოპერაციებზე დამოკიდებული გავხდი" - იხსენებს ბუ.
ისე მოეწონა სხეულის ცვლილებები, რომ 16 წლისამ რინოპლასტიკა გაიკეთა, მკერდი გაიდიდა და თვალის ჭრილი შეიცვალა.
დღეს ბუ ჩინური პლასტიკური ქირურგიის ამბასადორია. ხშირად იღებენ რეკლამებში, მონაწილეობს ტელეშოუებში, აქვს ბიუთი-ბლოგი. უკვე თავადაც ფლობს 2 ესთეტიკურ ცენტრს და იმის მიუხედავად, რომ ცვლილების გარეშე ტანზე სანტიმეტრიც არ დაუტოვებია, კვლავ უკმაყოფილოა თავისი გარეგნობით.
"სრულყოფილებისგან ოდნავ გადახრასაც ვერ ვიტან. ყოველთვე ჰიალურონის მჟავის ინექციებს ვიკეთებ კანის სილამაზისთვის, ყოველ წელს კი ერთ სერიოზულ პლასტიკურ ოპერაციას" - აცხადებს ბუ სიაოჩენი.