ნინო ჩხეიძის შვილი, მარიამ კორახაშვილი იუბილარია. მომღერალმა სოციალურ ქსელში მისალოც პოსტთთან ერთად ფოტოებიც გამოაქვეყნა:
"გილოცავ, დე, საუკეთესო მეგობარი ხარ და საუკეთესო შვილი. მიყვარხარ, ბედნიერი და ჯამრთელი იყავი მთელი ცხოვრება" - წერს ნინო ჩხეიძე.
ნინოს და ბიზნესმენ გიორგი კორახაშვილის მარიამი 16 წლის გახდა. მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შვილთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვს და ცდილობს არ შეუზღუდოს თავისუფლება.
"ბაღში რომ დავდიოდი, ერთ-ერთი, რაც მიყვარდა, იყო... აი, დავუბრუნდი ბავშვობას..." - სურვილი, რომელიც კარანტინში აისრულა ნინო ჩხეიძემ